ეს ქალი ბენჯამინ და ჰოუპ ჯორდანებმა 7 თვის შვილის, ფინის ძიძად შარშან აიყვანეს. როგორც ახლა ჰყვებიან, გასაუბრებაზე ჰანმა თავი ისე წარადგინა, რომ მშობლებს არც მის კომპეტენციაში შეჰპარვიათ ეჭვი და არც მის ბავშვებისადმი სიყვარულში.
ალექსისის მუშაობიდან 5 თვის გასვლის შემდეგ, ცოლ-ქმარმა შენიშნა, რომ მათი ძაღლი ბავშვის დაცვას და დამალვასაც კი ცდილობდა, როცა ჰანი მიდიოდა. "ძალიან აგრესიული იყო ჰანთან მიმართებაში და რამდენჯერმე მისი
ცხოველის ასეთი უცნაური ქცევა რომ აეხსნათ, მშობლებმა გადაწყვიტეს, ძიძისთვის თვალყური ედევნებინათ. ჰოუპის ინიციატივით, დივნის ქვეშ ტელეფონი დამალეს, რათა ჩაეწერათ, რა ხდებოდა სახლში მათი არყოფნის დროს. როდესაც ცოლ-ქმარი შინ დაბრუნდა და ჩანაწერს მოუსმინა, შოკში ჩავარდა.
"ყველაფერი დაიწყო ჩხუბითა და ლანძღვით. მერე სილის გაწნის ხმა გავიგეთ, ამას მოჰყვა ჩვენი პატარის ტირილი, რომელიც თანდათან საშინელ ქვითინში გადაიზარდა... მხოლოდ ხუთი თვის შემდეგ გავიგეთ, რომ ბავშვს ნამდვილ ურჩხულთან ვტოვებდით", - ამბობენ ჯორდანები.
პოლიციამ ალექსისი დააპატიმრა და მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. ახლა ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ასევე, დასჯის სახით, მას შეიყვანენ სოციალურ რეესტრში არსებულ სიაში, სადაც ბავშვებთან სასტიკ მოპყრობაში მხილებულნი ჰყავთ აღრიცხულნი. ამიერიდან, ის ვერასოდეს იმუშავებს ძიძად.
"ძაღლს რომ არ ენიშნებინა, რა ხდებოდა სახლში, ეს ქალი ალბათ მოკლავდა კიდეც ჩვენს შვილს", - ამბობს ოჯახის უფროსი.
იხილეთ ვიდეო