გრძელი და ორმაგი ფუმფულა ბეწვის გამო ხშირად მას ბამბის ქულას ადარებენ. ბიშონ ფრიზეს
მონაცემები:
წარმოშობა - კანარის კუნძულები
მთავარი დანიშნულება - კალთის ძაღლი
ტემპერამენტი - ფხიზელი, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 14-15 წელი
მოვლა - ინტენსიური
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - კარგი
ხვადი
23-30 სმ
3-5 კგ
ძუ
23-28 სმ
3-5 კგ
კუდი
უხვი ბეწვით შემოსილი, სიარულისას –ზურგისკენ აზიდული.
ფეხები
წინაც და უკანა ფეხებიც დაკუნთული აქვს.
თათები
მჭიდრო, მრგვალი, კატისებური, შავი ბალიშებით.
ბეწვი
ფუმფულა, თეთრი, ორმაგი ბეწვი, ზოგჯერ კრემისფერი ან გარგარისფერი ლაქებით.
ტანი
მკვრივი და კომპაქტური, კარგად განვითარებული გულმკერდითა და გრძელი კისრით.
სახე
მრგვალი; ფხიზელი, ცნობისმოყვარე გამომეტყველება.
თვალები
მრგვალი, შავი.
ცხვირი
ამოზნექილი და ყოველთვის შავი.
ეს ფაფუკი, ქათქათა ლეკვი მშვიდ, უწყინარ და თამაშის მოყვარულ ფინიად გაიზრდება.
ბიშონ ფრიზეს ბალანი გამუდმებით ეზრდება და არ სცვივა, ამიტომ ზოგი პატრონი მათ გაკრეჭას ამჯობინებს. ბიშონები შესაფერისის ჯიშია მათთვის, ვისაც ძაღლის ბალანზე ალერგია აქვს.
ამ აქტიურ ფინიას უყვარს სეირნობა, განსაკუთრებით კი გარეთ ნავარდი. წარმატებით გამოდის შეჯიბრებებზე მორჩილებასა და სიმარჯვეში.
რჩევა:
ხშირად აღენიშნება კატარაქტა ან ცხვირ-საცრემლე არხების დახშობა, რამაც Dშეიძლება გამოიწვიოს თვალიდან სითხის დენა და დაულაქაოს თეთრი ბეწვი.