ციმბირულ ჰასკებს აქვთ ნაზი თივთიკი და გრძელი, უხეში ბალანი, რომელიც სხვადასხვა ფერია – შავიდან დაწყებული, ქათქათა თეთრში გადასული, ასევე, შემოდგომის ფერებით გაწყობილი. მისთვის დამახასიათებელია თეთრი ლაქები სახეზე.
მონაცემები
წარმოშობა - ციმბირი
მთავარი დანიშნულება - მარხილის გაწევა
ტემპერამენტი - ცელქი, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 10-14 წელი
მოვლა - ვარცხნა კვირაში 2-ჯერ
ვარჯიში - რეგულ, ინტენსიური
მოდარაჯე - სუსტი
ხვადი
53-58 სმ
20-27 კგ
ძუ
51-56 სმ
14-23 კგ
კუდი
ფუნჯის ფორმის; როცა რაღა-ცას აკვირდება, კუდი ნამგალივით მორკალული და ზურგისკენ აზიდული აქვს, როცა მშვიდად არის – ჩამოშვებული.
ფეხები
წინა ფეხები სწორი და პარალელურად განლაგებულია, უკანა ფეხები მაგრად დაკუნთული და ძლიერი.
ტანი
ძლიერი და კომპაქტური, განიერი გულმკერდითა და ამაყად მოღერებული კისრით.
თათები
დიდი, თათები აქვს, რომელთაც ქათქათა ბეწვის გამო `თოვლის ფეხსაცმელს~ უწოდებენ. თითებს შორის ეზრდება ბეწვი, რომლის მეშვეობითაც ყინულზე ფეხი არ უსრიალდება.
ბეწვი
ნებისმიერი ფერის, თეთრი ლაქებით.
თვალები
ყავისფერი, ცისფერი ან მუქი თაფლისფერი; ხშირია, როცა ძაღლს სხვადა-სხვა ფერის თვალი აქვს.
სახე
საშუალო სიგრძისა და სიგანის, ცხვირისკენ თანდათან დავიწროებული; მეგობრული და ცნობისმოყვარე გამომეტყველებით.
ცხვირი
ჩალისფერ ან შავ ძაღლებს აქვთ შავი ან რუხი ფერის ცხვირი; სპილენძისფრებს – ღვიძლისფერი, ხოლო ქათქათა თეთრებს – ხორცისფერი.
ციმბირულ ჰასკებს სჭირდებათ საკმაო რაოდენობის ვარჯიში და მაღალი ღობით გარშემორტყმული დიდი ეზო. ღობის ძირში მავთული უნდა ჩააყოლოთ, იმიტომ, რომ ამ ძაღლებს შეუძლიათ გარეთ გასაქცევი ორმო გამოთხარონ.
სქელი ბეწვის გამო ციმბირუ-ლი ჰასკები შეუფერებელნი არიან ცხელ კლიმატურ პირობებში საცხოვრებლად. ასევე, ზედმეტად არ უნდა ავარჯიშოთ თბილ ამინდში. ძალზე სასურველია, თუ წყალთან ხშირად შეხების შესაძლებლობა ექნებათ, რათა საათობით იჭყუმპალაონ.
გასაოცარი გამძლეობითა და მუშაობის სურვილით ცნობილი ციმბირული ჰასკები დიდად ხალისობენ ისეთი სპორტული შეჯიბრებით, როგორიცაა მარხილებით რბოლა. ხროვის ინსტინქტი ერთობ ძლიერია ამ ჯიშში, მეთაური ძაღლი ყოველთვის წინ მიუძღვის მარხილში შებმულ თანამოძმეებს.
რჩევა:
თუ მათ სადგომს საიმედოდ არ შემოღობავთ, თვითნებურად წავლენ სანადიროდ.
ვარჯიშის ნაკლებობის გამო ეს ძაღლი მოუსვენრად გრძნობს თავს.