გორდონ სეტერის ნათელ თვალებში გამოსჭვივის გონიერება, კეთილშობილება და ღირსება. თავისი ოჯახისთვის თავდადებული ეს ძაღლი საკმაოდ ადვილი საწვრთნელია, მაგრამ მას არ უნდა მოექცეთ მკაცრად და უხეშად. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ძაღლი არ დაითრგუნოს.
მონაცემები
წარმოშობა - შოტლანდია
მთავ. დანიშნულება - ნადავლის მოტანა
ტემპერამენტი - ჭკვიანი, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა - მუდმივი ვარცხნა
ვარჯიში - ინტენსიური
მოდარაჯე - კარგი
ხვადი
61-89 სმ
25-36 კგ
ძუ
58-66 სმ
20-32 კგ.
კუდი
სქელი და მოკლე, თანდათან წვრილდება.
თათები
კატისებური, კომპაქტური, ამოზნექილი თითებით.
ტანი
მოკლე და კარგად დაკუნთული ტანი, გრძელი, გამხდარი კისრით და განიერი გულმკერდით.
ფეხები
წინა ფეხები ძვალმსხვილია, უკანა – დაკუნთული და ძლიერი.
სახე
თითოეული თვალის ზემოთ ეტყობა ლაქა. გონივრული გამომეტყველება აქვს.
თვალები
ოვალური ფორმის, თვალების შეფერილობაა ყავისფერი და მისი ტონები.
ცხვირი
შავი და ფართო, ღია ნესტოებით.
ბეწვი
აბრეშუმისებრი, ყოველთვის მბრწყინავი; შავ-ხორბლისფერი და წითური ნიშნებით.
მკვრივი და დაკუნთული გორდონ სეტერი მოძრაობისას ძალასა და ენერგიას უფრო ავლენს, ვიდრე უკიდურეს სისწრაფეს. ამ ჯიშის გამოკვეთილი შავი, ხორბლისფერლაქებიანი ბეწვი ადვილი დასანახავია მინდვრებზე, ქვიშაზე ან თოვლზე. ესაჭიროება ბევრი
და ყოველღიური კარგი ვარჯიში,
საბლით იქნება ეს თუ საბლის გარეშე.
რჩევა:
ეს ძაღლები მიდრეკილნი არიან დორბლიანობისკენ და მეტეორიზმისკენ, ასე რომ, კვებეთ ორ-სამჯერ დღეში და მიეცით ცოტა საკვები.
სულ მცირე, დღეში ერთხელ მაინც დიდხანს თუ არ ასეირნეთ, ძნელი სამართავი ხდება.