პო­მე­რა­ნი­უ­ლი შპი­ცი
პო­მე­რა­ნი­უ­ლი შპი­ცი
მარ­თა­ლი­ა, პო­მე­რა­ნი­ულ შპიცს ნე­ბივ­რო­ბა და მო­ფე­რე­ბა უყ­ვარს, მაგ­რამ ასე­ვე მოს­წონს თა­მა­ში და ცელ­ქო­ბა. ეს სა­ოც­რად დამ­ყო­ლი არ­სე­ბა ნე­ბის­მი­ერ პატ­რონს შე­ე­გუ­ე­ბა . პო­მე­რა­ნი­უ­ლი მას­ზე ბევ­რად დიდ, შპი­ცის ტი­პის მარ­ხი­ლის გამ­წევ ძაღ­ლებს ჰგავს, რო­მელ­თა­გა­ნაც წარ­მო­იშ­ვა. იგი გა­მო­იყ­ვა­ნეს XIX სა­უ­კუ­ნე­ში, რო­ცა მო­და­ში დე­კო­რა­ტი­უ­ლი ძაღ­ლე­ბი შე­მო­ვი­და. ამ ძაღ­ლის წვრთნა ად­ვი­ლი­ა. პა­ტა­რა, მხი­ა­რუ­ლი პო­მე­რა­ნი­უ­ლი კარ­გი მო­და­რა­ჯე ძაღ­ლია და მი­უ­ხე­და­ვად მცი­რე ზო­მი­სა, ხმა­მა­ღა­ლი ყე­ფით უმალ გაც­ნო­ბებთ, თუ რა­ი­მე უჩ­ვე­უ­ლოს შე­ნიშ­ნავს. ად­ვი­ლად აღ­გზნე­ბა­დია, მაგრამ მა­ლე მშვიდ­დე­ბა და დამ­ჯე­რი ხდე­ბა.

ეს პა­ტა­რა ძაღ­ლი მო­სი­ა­რუ­ლე ღრუ­ბელს ჰგავს. Mპა­წი­ა, მე­ლი­ის
მსგავ­სი სა­ხე აფუ­ე­ბულ ფა­ფარ­ში ძლივს უჩანს. ამ ჯი­შის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და კვი­რის­ტა­ვის ამო­ვარ­დნი­ლო­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად
გა­უწ­მინ­დეთ თვა­ლე­ბი და ყუ­რე­ბი და ვე­ტე­რი­ნარ­თან ატა­რეთ კბი­ლე­ბის გა­სა­სინ­ჯად.

ბეწ­ვი
რბი­ლი, ხში­რი თივთიკი და ხშირი, უხეში ბალანი;
შე­ფე­რი­ლო­ბი: ნაცრისფერი, ცისფერი, ნარინჯისფერი, კრემისფერი და სხვ.

კუ­დი

ლა­მა­ზი და უხ­ვბეწ­ვი­ა­ნი, სი­ა­რუ­ლი­სას ზურ­გის­კენ აზი­დუ­ლი.

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი აქვს სწო­რი და პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ლა­გე­ბუ­ლი, უკა­ნა – ზო­მი­ე­რად და­კუნ­თუ­ლი.

თათები
ამო­ბურ­ცუ­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი.

თვა­ლე­ბი
მუ­ქი, ნა­თე­ლი და ნუ­შის ფორ­მის.

სა­ხე
კარ­გი პრო­პორ­ცი­ის და ოდ­ნავ წაწ­ვე­ტე­ბუ­ლი, გო­ნივრული გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით.

ცხვი­რი

შა­ვი და ღი­ლი­სე­ბუ­რი.

ტა­ნი
კომ­პაქ­ტუ­რი, მოკ­ლე ზურ­გით.

Zooclub

პო­მე­რა­ნი­უ­ლი შპი­ცის­თვის სა­ვარ­ჯი­შოდ რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბის შექ­მნა სა­ჭი­რო არ არის, სა­ა­მი­სოდ მის­თვის პა­ტა­რა ად­გი­ლიც საკ­მა­რი­სი­ა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ დრო­დად­რო პარ­კშიც გა­ა­სე­ირ­ნებთ. მი­ზან­შე­წო­ნი­ლია მი­სი გრძე­ლი, ორ­მა­გი ბეწ­ვის რე­გუ­ლა­რუ­ლი მოვ­ლა. ვარ­ცხნა სა­ჭი­როა კუ­დი­დან თა­ვის­კენ _ ბეწ­ვის ზრდის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მი­მარ­თუ­ლე­ბით. მარ­თა­ლი­ა, ამ საქ­მეს დრო მი­აქვს, მაგ­რამ რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლი არ არის. თივ­თი­კი წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ან ორ­ჯერ სცვი­ვა. გა­ა­სუფ­თა­ვეთ მშრალი შამ­პუ­ნით, რო­ცა ამი­ს სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა.

მონაცემები:
წარმოშობა - გერმანია და პოლონეთი
მთავ. დანიშნულება - კომპანიონი, მწყემსი
ტემპერამენტი - ერთგული, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 12-16 წელი
მოვლა - ხშირი ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - კარგი

ხვადი
18- 30 სმ
1-3 კგ
ძუ
18-30 სმ
1-3 კგ

ყურადღება!
ამ ძაღ­ლის ყე­ფა შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მად გექ­ცეთ, თუ ლეკვობიდანვე არ გადააჩვევთ.
სათანადო მოვლის გარეშე კბილები ადრე დასცვივა.


liza
მე მყავს პომერანიანი სახელად ბიჭო. ჩემი სიცოცხლეა, ოჯახის პატარა დარაჯი, პატრონზე არანორმალურად შეყვარებული. პატარა ანგელოზია ბეწვში გახვეული. ბავშვებიან ოჯახს არ ვურჩევ რომ იყოლიონ პომერანიანი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?