გადმოცემის თანახმად, ჩარლზ I-ს ისინი ძალიან უყვარდა. კავალერი ადვილად გასაწვრთნელი, სუფთა და გონიერი ცხოველია. მისგან საუცხოო და თავშესაქცევი კომპანიონი გამოდის. გრძელი, რბილი ბეწვი ადვილი მოსავლელია, საკმარისია მსუბუქად დავარცხნა. საჭიროებისამებრ აბანავეთ ან მშრალი შამპუნით
სანამ ლეკვს იყიდდეთ, მომშენებელთან გაარკვიეთ, ხომ არ აღენიშნება ისეთი გენეტიკური დარღვევები, როგორიცაა თვალის თანდაყოლილი დაავადებები და კვირისტავის ამოვარდნა. რეგულარულად გაუწმინდეთ გრძელი, ბეწვით მთლიანად დაფარული ყურები ინფექციების აღსაკვეთად.
კუდი
ზოგჯერ წაჭრილი აქვს სიგრძის ერთი მესამედი.
თათები
Kკომპაქტური, ზომიერი თითის ბალიშებით.
ბეწვი
გრძელი და აბრეშუმისებრი, მთლიანად წითური, წაბლისფერი, თეთრი, შავი, ჟანგისფერი, სამფეროვანი (შავი, ჩალისფერი და თეთრი).
ფეხები
წინაც და უკანა ფეხებიც აქვს მკვრივი და ზომიერად დაკუნთული.
თვალები
დიდი, მრგვალი, მუქი ყავისფერი და მბრწყინავი.
სახე
პროპორციული და ოდნავ წაგრძელებული, მშვიდი და მგრძნობიარე გამომეტყველებით.
ყურები
გრძელი და მთლიანად აბრეშუმისებრი ბეწვით შემოსილი.
ტანი
პროპორციული, ზომიერი სიდიდის გულმკერდით.
მართალია, დეკორატიულ ჯიშებს მიეკუთვნება, მაგრამ არ არის ისეთი სათუთი, როგორიც ამ ჯგუფის სხვა წევრები. კავალერ კინგ ჩარლზისთვის სასარგებლოა ნებისმიერი სახის ვარჯიში, თუმცა, თავად პარკში ნავარდი ურჩევნია.
მონაცემები:
წარმოშობა - დიდი ბრიტანეთი
მთავ., დანიშნულება - კალთის ძაღლი
ტემპერამენტი - ენერგიული, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 12-16 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, მსუბუქი
მოდარაჯე - საშუალო
ხვადი
30-33 სმ
5-8 კგ
ძუ
30-33 სმ
5-8 კგ
ყურადღება!
გულდასმით შეუმოწმეთ თვალები და ყურები, ინფექციე-ბისგან რომ დაიცვათ.
ეს ძაღლები მიდრეკილნი არიან გულის დაავადებებისაკენ.