გამჭრიახი, შემართული და დამოუკიდებელი ფოქსტერიერი საჭიროებს მკაცრ წვრთნას ადრეული ასაკიდანვე და თუკი მიზანს მიაღწევთ, მას ვეღარავინ შეედრება მორჩილებასა და სიმარჯვეში.
მონაცემები:
წარმოშობა - გაერთიანებული სამეფო
მთავარი დანიშნულება - მელიებზე ნადირობა
ტემპერამენტი - დამოუკიდებელი, გამჭრიახი
სიც. ხანგრძლივობა - 12-15 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - კარგი
ხვადი
36-41 სმ
7-9 კგ
ძუ
33-38 სმ
6-8 კგ
კუდი
ჩვეულებრივ, წაჭრილი აქვს სიგრძის მეოთხედი.
ფეხები
წინა ფეხები ძლიერი და სწორი, უკანა – დაკუნთული.
თათები
Pპატარა და დახვეწილი, მძიმე, უხეში ბალიშებითა და ზომიერად ამოზნექილი თითებით.
ტანი
Mმკვრივი და დაკუნთული, დიდი გულმკერდით და ძლიერი კისრით.
სახე
ფართო, ცხვირისკენ დაწვრილებული, შემართული და ანცი გამომეტყველებით.
თვალები
Mმუქი, მრგვალი, სიცოცხლით სავსე და გონივრული მზერით.
ცხვირი
შავი, ფართოდ განლაგებული ნესტოებით.
ბეწვი
რბილბეწვიანი: თეთრი და ჟანგისფერი ან შავი და ჟანგისფერი. უხეშბეწვიანს აქვს ხშირი, უხეში ბალანი და რბილი, მოკლე თივთიკი – ორივეს ერთნაირი ფერის.
მოკლებეწვიანი ჯიშის ბეწვი რბილი და ადვილი მოსავლელია. საკმარისია ჯაგრისით დავარცხნა. აბანავეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ეს დაკუნთული ძაღლი პარკში დიდხანს და სიხარულით სეირნობს ან ცელქობს. ეცადეთ, საყელურის გარეშე ინავარდოს, მაგრამ ფრთხილად და ყურადღებით იყავით, თუკი ახლომახლო პატარა ცხოველები გამოჩნდებიან, რადგან ფოქსტერიერებს მათ დანახვაზე ნადირობის დაუოკებელი სურვილი უჩნდებათ.
უხეშბეწვიანი ფოქსტერიერების ბეწვი ნაკლებად ნაზია, რადგან ეს ჯიში გამოყვანილია მკაცრ გარემო პირობებში სამუშაოდ. ბეწვი არ არის ისეთი ნაზი, როგორიც "რბილბეწვიანისა".
ეს ენერგიული და ათლეტური ძაღლები პატარა ბაღში ვარჯიშითაც კმაყოფილდებიან _ თავისთვის დარბიან და ბურთსაც თამაშობენ.
V-ს მოყვანილობის ყურები, როგორიც ფოქსტერიერების ორივე ჯიშს ახასიათებს, წინ აქვთ გადმოფენილი.
ეს ძაღლები განსაკუთრებულ კვებას არ საჭიროებენ, მაგრამ ეცადეთ შეუსაბამოთ საკვების რაოდენობა მათი აქტიურობის დონეს.
რჩევა:
ფოქსტერიერები მიწის დაუ-ღალავი მთხრელები არიან.
მიდრეკილნი არიან კანის ალერგიული და თვალის გენეტიკური დაავადებებისაკენ.