მშვიდი გარეგნობის მიუხედავად, სილკი-ტერიერი შეიძლება გაანჩხლდეს და ჩხუბი აუტეხოს სხვა ძაღლებს. მოვლის გაადვილების მიზნით მას ბეწვს მოკლედ აჭრიან.
კუდი
ჩვეულებრივ, წაჭრილი.
ბეწვი
გრძელი (სახისა და ყურების გარდა), აბრეშუმისებრი ბეწვი ხერხემლის გასწვრივ შუაზე გადაყოფილია და ტანის ორივე მხარეს გრძლად და სწორად ეშვება. ბეწვის შეფერილობა არის ცისფერი ან ნაცრისფერი, ჩალისფერთან შეხამებული.
თათები
პატარა, კატის მსგავსი, მრგვალი, კომპაქტური, სქელი, ელასტიკური ბალიშებითა და ძლიერი, შავი ფრჩხილებით.
თვალები
პატარა, მუქი და ნუშის ფორმის.
სახე
ძლიერი, სოლისებური, ზომიერად გრძელი, გამჭოლი და გამჭრიახი გამომეტყველებით.
ცხვირი
შავი და ღილისებური.
ტანი
Pპატარა და ძლიერი, საშუალო სიგანის მკერდით და მოხდენილი კისრით.
ფეხები
წინა ფეხები აქვს ძლიერი, სწორი და ლამაზი მოყვანილობის, უკანა ფეხები – კარგად დაკუნთული და ძლიერი.
ეს ენერგიული, პატარა ძაღლი დიდი ხალისით თამაშობს და გასაოცარი გამძლეობა აქვს. ჯანმრთელობისა და სიხალისის შესანარჩუნებლად რეგულარული ვარჯიში და აქტიურობა ესაჭიროება. მისი გამოკვება ადვილია, რადგან წუნია მჭამელი არ არის.
მონაცემები:
წარმოშობა - ავსტრალია
მთავარი დანიშნულება - კომპანიონი ძაღლიტემპერამენტი - მამაცი, შემართული
სიც. ხანგრძლივობა - 13-16 წელი
მოვლა - ყოველდღიური
ვარჯიში - რეგულარული, ზომიერი
მოდარაჯე - ბრწყინვალე
ხვადი
23-25 სმ
4-5 კგ
ძუ
23-25 სმ
4-5 კგ
ყურადღება!
შეიძლება შეაწუხოს თანდაყოლილმა თვალის დაავადებამ, ასევე, მიდრეკილია ტრაქეის კოლაფსისკენ.
ის არის ენთუზიასტი მთხრელი.