ვეიმარანერის ულამაზესი თვალები მოლურჯო-მონაცრისფრო, ან ქარვისფერია. როცა აღელვებულია, თვალები შეიძლება გაუშავდეს.
მონაცემები
წარმოშობა - გერმანია
მთავარი დანიშნულება - ნადირობა
ტემპერამენტი - ჭკვიანი, მორჩილი
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა -რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - მუდმივი, ენერგიული
მოდარაჯე - ბრწყინვალე
ხვადი
61-69 სმ
25-32 კგ.
ძუ
56-63 სმ
23-29 კგ
კუდი
მოზრდილ ძაღლებს ჩვეულებრივ წაჭრილი აქვთ 15 სმ-ზე.
ტერფები
მყარი, კომპაქტური, აპკოვანი, გამოკვეთილად მომრგვალებული სქელი თათის ბალიშებით.
ტანი
პროპორციული, ძლიერი, ათლეტური ტანი ზედმიწევნით შეეფერება ნადირობას.
ბეწვი
პრიალა და დაწყობილი; მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო, თაგვისფერში გადასული, ხშირად თავი და ყურები უფრო ღია ფერის აქვთ ტანთან შედარებით.
ფეხები
წინა ფეხები – სწორი და ძლიერი, უკანა ფეხები – მაგრად დაკუნთული.
ცხვირი
ნაცრისფერი ან ყავისფერი, ფართო ნესტოებით.
სახე
გრძელი სახე, ცოც-ხალი და ჭკვიანური გამომეტყველებით.
ამ მუშა ძაღლებს ესაჭიროებათ ძალზე ბევრი სირბილი და თამაში. მათ გონებასაც სჭირდება ინტენსიური ვარჯიში. უსაზღვროდ ენერგიული ვეიმარანერი იდეალურია სიმარჯვეში შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის.
განსხვავებული შეფერილობის ბეწვის გამო მეტსახელად `რუხ აჩრდილად~ წოდებული ვეიმარანერი გამოირჩევა დახვეწილი გარეგნობით.
ამ ძაღლს აქებენ დავალებული სამუშაოს სწრაფად, უშიშრად და მოთმინებით შესრულების უნარის გამო.
რჩევა:
ეს ძლიერი ძაღლი საჭიროებს ძალზე ბევრ ვარჯიშს, რათა არ გაზარმაცდეს.
მიდრეკილია მეტეორიზმისკენ, რაც შეიძლება ფატალურად დამთავრდეს, ამიტომ საკვები უნდა მივცეთ ბევრჯერ და მცირე ულუფებით.