როგორ იქცა კაჭკაჭი შინაურ ფრინველად (+ფოტო)
როგორ იქცა კაჭკაჭი შინაურ ფრინველად (+ფოტო)
2013 წელს ბლუმის ოჯახმა ავტრალიიდან ადგილობრივ ბიბლიოთეკასთნ კაჭკაჭი აღმოაჩინა. ფრინველი მიწაზე მიფორთხავდა დავერ გრინდებოდა. ფრინველის გადასარჩენად ბლუმებმა ის სახლში წაიყვანეს და პინგვინი დაარქვეს. მას შემდეგ ფრინველი მათი ოჯახის ხშირი სტუმარი გახდა. პინგვინი ძალიან ჭკვიანი კაჭკაჭი აღმოჩნდა. ის ეთამაშება ბავშვებს, ზის მხარზე და უყვარს ლოგინზე წოლა.

დღის დასაწყისშივე კაჭკაჭი ყველას სკოლასა და სამსახურში აცილებს, ხოლო საღამოს ხვდება ოჯახს.

"პატარა კაჭკაჭი ჩვენს ოჯახში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ხიდან ჩამოვარდა. ის მხოლოდ სამი კვირის იყო. ჩვენ მას ვუვლიდით და კაჭკაჭი ნელ-ნელა გამოკეთდა.

ის უყურებს
ტელევიზორს, თამაშობს ბავშვებთან, უყვარს მათთან ერთად ლოგინში ყოფნა. არასოდეს გვეგონა, რომ ოდესმე კაჭკაჭი ჩვენი ოჯახის
წევრი გახდებოდა. ჩვენ იგი მართლა ძალიან გვიყვას. ის დაფრინავს იქ, სადაც სურს. ხშირად უბრალოდ ჩვენთან ერთადაა დილაობით, ხოლო როდესაც ბავშვები სკოლაში მიდიან, მიფრინავს თავის საქმეებზე. თუ ვიწყებთ ხელების ქნევას, ის იმავეს იმეორებს ფრთებით. ჩვენი კაჭკაჭი ბევრ დროს ატარებს სახლში, ეთამაშება ბავშვებს. როდესაც ბავშვებთან მეგობრები მოდიან, ის მათან ერთადაც თამაშობს. ეს ძალიან სასაცილოა. რამოდენიმე თვის წინ ჩვენთან კაჭკაჭის უცხო ბარტყი შემოფრინდა. პინგვინი დიდხანს ეთამაშა მას. შემდეგ კი ისინი უბრალოდ ერთად ისხდნენ ჩვენს სახლში. ძალიან კარგია მასთან ერთად დროის გატარება. ის ძაღლივითაა: ზის თავისთვის ხეზე, ხოლო როდესაც ჩვენ გვხედავს ფრთხიალებს და გვაჩვენებს, როგორ უხარია", - ამბობს ოჯახის უფროსი.

ახლა კი ამ უცნაურ ფრინველს გაგაცნობთ - იხილეთ ფოტოგალერეა



გალერეა
io
კაჭკაჭის შესახებ ბევრი მსმენია ვიყოლიებდი სიამოვნებიტ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?