ეს ისტორიაც უცნაურ ფრინველზეა, რომელმაც დახმარებისთვის ადამიანებს მიმართა.
ყვავი სახლის ერთ-ერთ ღობეზე დაჯდა და საშინელ ხმას გამოსცემდა, რამაც ოჯახის წევრების ყურადღება მიიპყრო. სახლიდან ბავშვი გავიდა და მას მიუახლოვდა. როგორც გაირკვა, ყვავს თავზე და ფრთაზე ეკლები ჰქონდა, ამიტომ დასახმარებლად ადამიანებს მიმართა. ბავშვის მშობელმა ფრინველს დახმარება აღმოუჩინა.
მართალია, თითო ეკლის ამოღება ყვავისთვის ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა, ყველას გასაკვირად, ის იჯდა ღობეზე და იცდიდა, როდის გაათავისუფლებდა ქალი ამ
ოჯახის წევრებმა ფრინველის ვიდეო ინტერნეტში გაავრცელეს. მათი თქმით, ყვავი მთელი დღე სახლის სიახლოვეს დაფრინავდა, ხოლო მომდევნო დღეს გაუჩინარდა. ბავშვმა მას სახელიც შეურჩია - უილფრედი.
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
ტაქსა მაშველებს სენრბერნარის გადარჩენაში დაეხმარა
ძაღლი გასაჭირში ჩავარდნილ მეგობარს ერთი კვირა დარაჯობდა
დელფინი მყვინთავს მიუახლოვდა და დახმარება სთხოვა