ის ყოველ წელს ათასობით კილომეტრის დაშორებით მიფრინავს, რათა თავის მეორე ნახევარს შეხვდეს (+ვიდეო)
ის ყოველ წელს ათასობით კილომეტრის დაშორებით მიფრინავს, რათა თავის მეორე ნახევარს შეხვდეს (+ვიდეო)
ნამდვილი სიყვარულისთვის ეს ყარყატი ყველანაირ დაბრკოლებას უმკლავდება.

მამრი ყარყატი, სახელად კლეპეტანი, ყოველ წელს ტოვებს თავის მეორე ნახევარს, რათა სამხრეთ აფრიკისკენ ხანგრძლივ მოგზაურობაში გაემგზავროს. ამას აკეთებს არა იმიტომ, რომ სურს წასვლა ან მეორე ნახევართან დაშორება, არამედ სხვა ყარყატებივით მისთვის აუცილებელია მიგრაცია.

სამწუხაროდ, მდედრ ყარყატს მასთან ერთად წასვლა არ შეუძლია, რადგან 15 წლის წინ მონადირეების მიერ დაშავდა და ფრენის უნარი დაკარგა. ის ცხოვრობს ხორვატიაში ერთ-ერთი წითელი სახლის სახურავზე გაკეთებულ ბუდეში და მოუთმენლად ელოდება გაზაფხულის დადგომას. ის ამ დროს გრძნობს, რომ მამრი ყარყატი მალე დაუბრუნდება.
მარტის თვეში "რომეო და ჯულიეტა" კვლავ ხვდება ერთმანეთს.
ხორვატიაში მათი ისტორია ცოცხალ ლეგენდად იქცა.

იხილეთ
ვიდეო


ასევე იხილეთ:

საოცარი სიყვარულის ამბავი - დაღუპული ყარყატის ერთგულ "ქვრივს" ყინვითა და შიმშილით სიკვდილი ემუქრება

პატრონს მკვდარი თუთიყუშის დამარხვა სურდა. მეგობარი ფრინველის რეაქციას ცრემლის გარეშე ვერ უყურებთ…

შეყვარებული გედი თბილ ქვეყნებში არ გაფრინდა... მან დაჭრილი მეორე ნახევარი ცივ ზამთარში მარტო არ მიატოვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?