საუკუნის დასასრულისთვის პინგვინების რაოდენობა ორჯერ შემცირდება
საუკუნის დასასრულისთვის პინგვინების რაოდენობა ორჯერ შემცირდება
უახლოესი 85 წლის მანძილზე პინგვინებით დასახლებულ ზოგ რეგიონში ზედმეტად დათბება. ანტარქტიდაზე ტემპერატურის მომატება პინგვინის სახეობა ადელის რაოდენობის მკვეთრ შემცირებას გამოიწვევს.

დელავერის უნივერსიტეტის (აშშ) სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ამჯერად არსებული პინგვინების კოლონიები დაახლოებით 30 პროცენტით შემცირდება უკვე 2060 წლისთვის. ხოლო 2099 წელს ეს რიცხვი 60%-ს მიაღწევს. მეცნიერების აზრით, არსებული პროგნოზი შეიძლება სხვა ცხოველებსაც შეეხოთ.

განსაკუთრებით რთულად საქმე ამ მხრივ ანტარქტიდის დასავლეთითაა, ტემპერატურა აქ ყველაზე სწრაფად მატულობს.

მეცნიერების თქმით, არსებობს ტემპერატურის ზღვარი, რომლის გაძლებაც პინგვინებს შეუძლიათ. მაგრამ ძლიერი დათბობის შემთხვევაში ფრინველები უარს ამბობენ
მათ ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე.

პინგვინის სახეობა ადელის გამრავლების ადგილი და მათი რაოდენობის შემოწმება სატელიტიდან მოწოდებული
ფოტოებითა და ფიზიკური დათვლით ხდება.

მეცნიერებმა ფრინველების რაოდენობა, ზღვის ზედაპირის ტემპერატურის ზრდის პროგნოზი და ყინულის დნობის მონაცემები ერთმანეთს შეუთავსეს, რომ წინასწარ გაერკვიათ უახლოეს ათწლეულებში რა ტერიტორიები იქნება პინგვინების საცხოვრებლად კარგი.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?