ჩვეულებრივ, დასვენების დროს ცხოველები იღებენ პოზას, რომელშიც მათ შეუძლიათ მაქსიმალურად მოადუნონ კუნთები. მაგრამ ფრინველების უმეტესობას მშვიდი ძილი მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როდესაც ფეხის კუნთები დაძაბული აქვთ, რაც მათ ეხმარებათ, ისხდნენ ტოტზე მშვიდად და წონასწორობის დაცვით.
ეს კუნთები გრძელი მყესებით თითებთანაა დაკავშირებული. როდესაც ფრინველი ჯდება, კუნთები მოკლდება, მყესები იჭიმება და თითები იხრება. ძილის დროს ფრინველს არ შეუძლია ფეხების გასწორება (ძილში მისი სხეული გაუნძრევლადაა), ამიტომ თითები არ უშვებს საყრდენს. გაღვიძებისას ის ზემოთ სწევს სხეულს, მყესები
ფრინველები, რომლებსაც ფეხზე დგომით სძინავთ წყალში (მაგალითად ფლამინგო, ან წერო), ხშირად ერთ ფეხს იკეცავენ. ასე ისინი წყალში ისვენებენ და რაც შეიძლება მეტ ხანს ინარჩუნებენ სხეულის ტემპერატურას.
თუმცა, ფეხზე დგომით ძილი ფრინველებისთვის დასვენების ერთადერთი საშუალება არაა. წეროებს გადაფრენის დროს პირდაპირ ფრენის დროს შეუძლიათ ძილი.