ჰიუსტონში ქორმა ქარიშხალი "ჰარვისგან" თავშესაფარი მანქანაში იპოვა (+ვიდეო)
ტაქსის მძღოლი მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად შევიდა, რათა სტიქიის წინ საკვები მოემარაგებინა. უკან დაბრუნებულს ავტომობილის სალონში მტაცებელი ფრინველი დახვდა.

როგორც ჩანს, ქორი, რომელიც ქარიშხალი ”ჰარვისგან” საკმაოდ დაშინებული იყო, მანქანას შეეფარა მაშინ, როდესაც იქ არავინ იყო. როდესაც ტაქსის მძღოლი უიდიამ ბრიუზო მაღაზიიდან დაბრუნდა, იქ ახალი ”მგზავრი” დახვდა. მამაკაცმა მტაცებელი ფრინველის გარეთ გაშვება სცადა, მაგრამ ქორი არაფრით ტოვებდა მანქანის სალონს.

მაშინ ბრიუზომ ქორი სახლში წაიყვანა, იქ აჭამა. მეორე დღეს კი ფრინველი ველური ცხოველების გადარჩენის ცენტრის თანამშრომლებმა წაიყვანეს.

ქარიშხალი ”ჰარვი” ყველაზე ძლიერი სტიქია აღმოჩნდა
ბოლო 12 წლის მანძილზე, ანუ შტორმ ”კატრინას” შემდეგ, როდესაც დაიტბორა ქალაქი ახალი ორლეანი და ლუიზიანა.
სტიქიამ 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?