ექიმმა პატარა ჩიტს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და სიცოცხლე დაუბრუნა.. (+ვიდეო)
ექიმი აირტონ აურინო ფერნანდე 39 წელია, რაც დაკავებულია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენით. მაგრამ ცოტა ხნის წინ მან სულ სხვა ცოცხალ არსებას შეუნარჩუნა სიცოცხლე.

გასულ თვეში ექიმი ფერნანდე დამხმარე პერსონალთან ერთად სოფლის ტერიტორიის გავლით საავადმყოფოსკენ მიეშურებოდა, როდესაც მათი ავტომანქანა გაფუჭდა. ადამიანებს დასახლებამდე ფეხით მოუწიათ სიარული.

დასახლებაში ისინი პატარა კაფეში შეჩერდნენ. მოულოდნელად კაფეს ფანჯარას მთელი ძალით დაეჯახა პატარა ჩიტი და უსიცოცხლოდ დაეცა იატაკზე. ექიმმა, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები, მაშინვე გასინჯა ჩიტი და მიხვდა, რომ ეს პატარა ნამდვილად არ სუნთქავდა.

"ის მკვდარი იყო", -
ამბობს ექიმი, - "თუმცა, გადავწყვიტე, მისი გაცოცხლება ნაცადი ხერხით, ხელოვნური სუნთქვით მეცადა".

ექიმი ფრინველს ხელოვნურ
სუნთქვას დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში უტარებდა, პარალელურად გულზე თითებით მასაჟს უკეთებდა. ისე ჩანდა, თითქოს ყველა მცდელობა ამაო იყო, რადგან ფრინველი სიცოცხლის ნიშნებს არ ამჟღავნებდა.

"მაგრამ მე ჯიტუად არ დავნებდი".

და უეცრად, ყველას გასაკვირად, ჩიტი გაცოცხლდა! მან ჭყიპინი დაიწყო, თათებზე დადგა. აღტაცებული ადამიანები ექიმს ტაშს უკრავდნენ.

"მადლობა ღმერთს ამან უშველა! ძალიან გაკვირვებული და ძალიან ბედნიერი ვიყავი!" - ამბობს ექიმი.

გადარჩენილი ჩიტი გარეთ გაიყვანეს და ერთ-ერთი ბუჩქის ძირას დასვეს. ცოტა ხნით შაშვი ერთ ადგილას იჯდა, ის ფრთებს ისუფთავებდა და ბუმბულს ისწორებდა, შემდეგ კი ფრთები აიქნია და გაფრინდა.

ექიმი ფერნანდეს თქმით, მან პირველად ჩაუტარა ჩიტს ხელოვნური სუნთქვა. ექიმი დარწმუნებულია, რომ ყველა ცოცხალი არსების სიცოცხლე ძალიან ფასეულია და ნამდვილად ღირს მის გადარჩენაში ძალის დახარჯვა.

"მე ასეთი დევიზი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ახლობლებისადმი, არამედ გარე სამყაროსადმი, ასევე ეს ჩვენს შვილებს უნდა ვასწავლოთ. და მხოლოდ მაშინ გახდება უკეთესი სამყარო".
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?