"საკვები ჯაჭვი": მამაკაცმა ფრინველი გადაიღო, რომელსაც პატარა ზვიგენი კლანჭებით მიჰყავდა, ზვიგენს კი კბილებით თევზი ეჭირა
"საკვები ჯაჭვი": მამაკაცმა ფრინველი გადაიღო, რომელსაც პატარა ზვიგენი კლანჭებით მიჰყავდა, ზვიგენს კი კბილებით თევზი ეჭირა
ფლორიდის (აშშ) მცხოვრები სანაპიროზე ფოტოებს იღებდა, როდესაც მისი ყურადღება ფრინველმა მიიპყრო - მას ბრჭყალებით რაღაც მიჰყავდა. მამაკაცმა ფრინველს რამდენიმე კადრი გადაუღო, რაც მართლა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

"როდესაც ფოტოების მასშტაბი გავზარდე, ფრინველის კლანჭებში პატარა ზვიგენი შევნიშნე, ხოლო ზვიგენის კბილებში პატარა თევზი", - ამბობს "Fox News"-თან ინტერვიუში ფოტოების ავტორი.

უნიკალური ფოტოები მამაკაცმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განათავსა. ის ირწმუნება, რომ ფოტოები ნამდვილია, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე. "ეს არ არის ფოტოშოფი", - წერს მამაკაცი.

Zooclub

ფრინველი, რომელიც კადრებზეა აღბეჭდილი, ქორისნაირთა რიგს მიეკუთვნება და მას შაკს უწოდებენ.

Zooclub

"ეს უბრალოდ საკვები ჯაჭვის დემონსტრირებაა: ნადავლი არის ნადავლი, რომლითაც ასევე ნადავლი იკვებება", - აღნიშნავენ ჟურნალისტები. 

ასევე იხილეთ:

თუ ფიქრობთ, რომ ეს მეგობრობაა, ნამდვილად ცდებით

თითქოს სელაპი ზღვის კუს ეთამაშება, მაგრამ რა ხდება სინამდვილეში?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?