ქალაქის შემოგარენში დაახლოებით 150-მდე ველური ფარშევანგი ცხოვრობს. ადრე ისინი ფერმერს ეკუთვნოდნენ, მაგრამ შემდეგ ფერმერი სხვაგან გადასახლდა და ფრინველები ბედის ანაბარად დატოვა. ფარშევანგები ქალაქში უშიშრად დადიან.
თავიდან ქალაქის მცხოვრებლები ფარშევანგის ხმაზე გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას.
“შეუძლებელია ძილი. როდესაც ჩემი ბავშვები პატარები იყვნენ, ეს ყვირილი ყოველთვის აღვიძებდა მათ”, - ამბობს ქალაქის ერთ-ერთი მცხოვრები. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფრინველები საკმაოდ შორს ცხოვრობენ მათგან, ხმაურის გამო, მათ მაინც უწევდათ ხმაურის გამო ფანჯრების დახურვა.
მეორე
ავტომანქანების პატრონებმა მერიას დანაკარგის ანაზღაურება მოსთხოვეს, ასევე ის, რომ ფრინველები გაეგდოთ ქალაქიდან, თუმცა, ჩინოვნიკებმა უპასუხეს, რომ მათ მოთხოვნების შესრულება არ შეეძლოთ, რადგან არ არსებობს არანაირი კანონი, რომელიც ფარშევანგების ქცევის რეგულირებას ეხება, ამიტომ არც ერთი უწყება ამ საქმეს ხელს არ კიდებს.