გოგონამ რესტორნიდან კვერცხი იყიდა, საიდანაც ულამაზესი არსება გამოიჩეკა
გოგონამ რესტორნიდან კვერცხი იყიდა, საიდანაც ულამაზესი არსება გამოიჩეკა
39 წლის მალაიზიელ ერიკა ლიმის უჩვეულო შინაური ცხოველი ჰყავს: მის სახლში იხვი, როგორც შინაური ცხოველი ისე ბინადრობს. ის არ გეგმავდა ბინისთვის შეუსაბამო არსების აყვანას - ეს ექსპერიმენტის შედეგი იყო.

ორი წლის წინ, ერიკამ რესტორანში სტუმრობისას, დიდი თხოვნის შედეგად, იხვის კვერცხი იყიდა.

გოგონამ ის ხელნაკეთ მოათავსა ინკუბატორში, რომელიც პენოპლატითა და ნათურით იყო გაკეთებული. ორი კვირის შემდეგ სამყაროს მოევლინა პატარა, ყვითელი იხვი, რომელმაც ერიკას გული დაიპყრო.

Zooclub

ფრინველი იმდენად შეეჩვია პატრონს, რომ მას ძაღლივით ყველგან თან დაჰყვება.

Zooclub

დღეები გადიოდა, ხოლო იხვი, სახელად დეიზი, სწრაფად იზრდებოდა და
თავის პატრონს ახარებდა.

Zooclub

ერიკას თქმით, დეიზის ძალიან უყვარს წყალი და ხშირ დროს აბაზანაში ატარებს, ხოლო
თუ სახლში სიმშვიდეა, ეს ნიშნავს, რომ ფრინველი აბაზანაში რაღაცას აფუჭებს.

Zooclub

დეიზის არა მხოლოდ უსაზღვროდ უყვარს თავისი პატრონი, არამედ მას საკვებით უზრუნველყოფს - შინაური ფრინველის კიდევ ერთი დიდი დადებითი მხარეა, რომ ყოველ 24 საათში ერთხელ 1 კვერცხს დებს.

დეიზი თავის პატრონთან ერთად კინოშიც დადის და ფილმის მსვლელობისას მშვიდად იქცევა.

Zooclub

ერიკას ცნობისმოყვარეობამ შესძინა უსაყვარლესი ბინადარი, რომლის გარეშეც თავისი ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. გოგონა საკუთარი გამოცდილებით მიხვდა, რომ შინაური იხვი კატაზე და ძაღლზე უკეთესია. ეს ფრინველიც ისეთივე ერთგული და მოსიყვარულეა, როგორც სხვა ბინადარი.

ასევე იხილეთ:

ფერმერმა დიდი ზომის კვერცხი იპოვა და ვერ წარმოიდგენთ, როცა ის გატეხა,რა აღმოჩნდა მასში

გოგონამ მწყრის კვერცხი იყიდა და ინტერესისთვის თავის თუთიყუშს გალიაში დაუდო...

ფერმერმა სირაქლემას 4 კვერცხი გასამრავლებლად იყიდა და აი, რა გამოვიდა
იხვი
ყველაზე ჭკვიანი და საყვარელი არსება დედამიწაზე
??????????????????????????
ეს იხვია თუ ბატი???
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?