მინდორში გაჩენილი ხანძრის დროს ფრინველმა თავისი კვერცხები არ მიატოვა (ემოციური ვიდეო)
სპეციალისტების მიერ დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ, ამურის ოლქის სიახლოვეს, ბუდეში მყოფი ყარყატი გადაიღო. ფრინველი მასშტაბური ხანძრის ფონზე შვილების გამოჩეკვას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ხანძრისგან შეშინებულია, თავის კვერცხებს მაინც არ ტოვებს.

ვიდეოს ავტორი სოციალურ ქსელში წერს:

"28 აპრილს უცნობმა პირებმა, ამურის ოლქის მახლობლად, მინდორს ცეცხლი მოუკიდეს. მდინარის ხეობასა და ჭალებში წეროების, ყარყატებისა და სხვა ჭაობის ფრინველთა ბუდეებია განთავსებული. ამ შემთხვევაში ყარყატს და მის მომავალ ნაშიერებს გაუმართლათ, რადგან მათი ბუდე მეტალის კონსტრუქციაზე, უსაფრთხო სიმაღლეზე იყო განთავსებული, თუმცა, ყოველ წელს არაერთი ფრინველის ბუდე და მათი
კვერცხები ხანძრის შედეგად ნადგურდება."

ასევე იხილეთ:

"ნუ დაჰყვირი ჩემს შვილებს!" - დედა ძაღლმა თავისი ლეკვები მამისგან
დაიცვა


დედა ენოტი შვილებს ფოცხვერისგან იცავს

ქათამი თავად გახდა ქოლგა, რათა შვილები ძლიერი წვიმისგან დაეცვა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?