ტალღოვანი თუთიყუშების დაავადებათა სიმპტომები
ტალღოვანი თუთიყუშების დაავადებათა სიმპტომები
ტალღოვანი თუთიყუშები იმავე ავადმყოფობებით იტანჯებიან, რომლითაც ყველა ჩიტი. მათ შორის გვხვდება მომაკვდინებელი სენი და მსუბუქი აშლილობაც და დაავადებები, რომლებიც გარშემო მყოფთათვის აღწერილი არ არის. რათა დროულად გავუწიოთ დახმარება ჩიტს, აუცილებელია, თუნდაც ზოგადად ვიცოდეთ ტალღოვანი თუთიყუშების დაავადებების ძირითადი სიმპტომები.


სიმპტომები, რომელთა წარმოჩენაც ექიმისთვის მიმიმართვას მოითხოვს

თქვენი ჩიტის ჯანმრთელობის ინდიკატორი – მისი ქცევა და გარეგნული სახეა. ცუდი თვითშეგრძნება და ავადმყოფობის დასაწყისი შესაძლოა ტალღოვანი თუთიყუშების დაავადებების შემდგომ სიმპტომებში გამოვლინდეს:

1. აპათია, სიცოცხლისა
და გარშემო სამყაროს მიმართ ინტერესის დაკარგვა. ჩიტი არ აქცევს ყურადღბას თავის ბუმბულს და ხდება ბინძური, არ თამაშობს, დროის დიდ ნაწილს ძილში ატარებს.

2. წონის სწრაფი დაკლება და დაჭკნობის
ნიშნები.

3. გაძნელებული მძიმე სუნთქვა, ცხვირცემინება, თხევადი გამონადენი ნესტოებიდან. ამასთან, გარეგნულად ჩიტი შესაძლოა სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდეს. ტალღოვანი თუთიყუშების ზოგიერთი დაავადების მსგავსი სიმპტომების გამოვლენა მათ ქრონიკულ ფორმაში გადასვლაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში მოითხოვება გამოწვლილვითი გამოკვლევა, რადგან ეს ბევრი დაავადების ნიშანია.

4. სიმპტომები, რომლებიც ტალღოვანი თუთიყუშების ფილტვების დაავადებებზე მეტყველებენ, იმაში ვლინდება, რომ ჩიტი არ დაფრინავს, არამედ მთელ დღეს ზის ქანდარაზე და ცხვირი ქვემოთ აქვს ჩამოშვებული.

5. ძლიერი წყურვილი მეტყველებს, რომ ჩიტს ნაწლავების პრობლემები აქვს. ასევე შესაძლოა ორგანიზმი პარაზიტებმა ან რაღაც ბაქტერიებმა დაიპყრეს.

6. ჩიტის თათებზე გამონაზარდები, ანთებული გაკვანძული სახსრები – ეს სიმპტომებია ტალღოვანი თუთიყუშების ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა კანქვეშა მარწუხის, ნიკრისის ქარის ან ბაქტერიული ინფექციის.


ტალღოვანი თუთიყუშების ყველაზე გავრცელებული დაავადებების სიმპტომები

ჩიტის სერიოზული დაავადების სიმპტომები თავს ავლენენ 1-2 დღის განმავლობაში.

1. საჭმლის ან ქიმიური მოწამლვა. სიმპტომები: კანკალი, წყურვილი, ფრთების ჩამოყრა.

2. ტალღოვანი თუთიყუშების ისეთი დაავადებების სიმპტომები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ანთება, შემდეგია: საჭმლის ხშირი დაქექვა, საჭმელზე უარის თქმა, სისუსტე, ჩიყვის გაზრდა, მყრალი სუნი ნისკარტიდან.

3. გაციება ხასიათდება შემდეგი ნიშნებით: ჩიტის ძილიანობა, ხველება, ნესტოებდიან გამონადენი, თვალების ხშირი ფახული, კანკალი, წყალსა და საჭმელზე უარის თქმა, ანთება (შეწითლება) ცხვირის კანისა და პირისა, ხშირი ნერწყვის ყლაპვა, მძმე სუნთქვა.

4. ავიტამინოზი. ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ჩიტის ერთფეროვან კვებასთან. ვლინდება თვალების შესიებაში, საერთო სისუსტეში, თავის ჩამოკიდებაში, კანკალში, ციებაში, თითების მოკრუნჩხვაში, კვერცხების ცუდ განაყოფიერებაში, სისხლნაკლებობაში. ავიტამინოზისას ჩიტები ჩამორჩებიან განვითარებაში. "დე" ვიტამინის ნაკლებობისას მათ უჩნდებათ რახიტი, მკრთალდება ბუმბული.

5. კოკციდოზი. სიმპტომები: ძალის დაკარგვა, ბუმბულის ჩაბრუნება, ცუდი მადა, წყურვილი, წონის დაკლება, სისხლდენა, ღებინება, ტემპერატურის აწევა, ციება. სიკვდილამდე მიჰყავს გამოფიტვას და გაუწყლოვანებას.

6. ორნიტოზი (პსიტაკოზი) ამ დაავადების დროს შემდეგი სიმპტომები შეინიშნება: თვალების გამოშრობა, კლოაკიდან გამოყოფა, ცუდი მადა, ძალის დაკარგვა. ჩვეულებრივ დაავადება ქრონიკულ სტადიაში გადადის და მძაფრდება სტრესის ან რაიმე სხვა დაავადების პერიოდში, მაგალითად, გაცივების. ეს ვერაგი დაავადებაა, რომელიც შეიძლება ადამიანსაც გადაედოს.

7. სალმონელეზი. დაავადებას ახასიათებს შემდეგი ნიშნები: საერთო სისუსტე, კუნთებისა და სახსრების გამოფიტვა, ძილიანობა, თათებისა და ნისკარტის გალურჯება (ეს სეფსისის დასაწყისზე მიუთითებს), ტემპერატურის აწევა. დაავადება ვითარდება ძალიან სწრაფად. ჩიტი შეიძლება რამდენიმე დღეში დაიღუპოს გაუწყოებისგან, რომელიც გამოწვეულია ხშირი ფაღარათით.


mari
გამარჯობა! ჩემს თუთიყუში ცხვირიდნ აფრქვევდა რაგაც სითხეს, წამალი მივეცი და ესე ხშირად აღარ შემინიშნავს,პატარა რომ იყო ნესტოები მოცისფრო მოთეთრო ჰქონდა და ეხლა 7 თვისაა და მოყავისფრო აქვს და სიპრიალეც აღარ აქვს, მეშინია სოკო არ ჰქონდეს,ვკითხე თუთიყუშების მომშენებლებს და მიპასუხეს, რომ დიდია უკვე და შეჯვარება უნდა უკვეო. ეხლა რაღაც კანკალებსხოლმე, და ფრენის შემდეგ ფრთას ისწორებს თითქოს რაღაც აწუხებსო, ისე კია ჯანზეა და ენას არ აჩერებს :)
თეო
გამარჯობათ, ჩემს თუთიყურშს ნისკარტის გარშემო ბუმბული გასცვივდა და ნისკართიც უცნაურად აქვს გვერდზე მოქცეული. შეგიძლიათ მითხრათ რისი ბრალია?
ელენე
გამარჯობათ. ჩემი თუთიყუში ცოტა დიდი ზომისაა, ვიდრე ჩვეულებრივი. წინა დღით ის კარების მინას მიეჯახა ნისკართით. მეორე დგეს შჶვამჩნიე რომ ღამით ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა ტურმე და მგონი ვერც სუნთავდა. მგონი ძალიან ცუდადაა. რაღაც წამალიც ჩავასხურე ნისკარტსა და პირში ზოო მაღაზიაში რაც მირჩიეს, ვფიქრობ იქნებ სუნთვა ძალიან უჭირს და მაგიტომაა ცუდად. მაგრამ ალბათ ტვინში დაემართა რაგაც. რამეს ხომ ვერ მირჩევდით, რით ვუშველო?
Giorgi
ტალღოვან თუთიყუშს ცხვირზე და ფეხებზე ქერცლები გაუჩნდა ცოტა ბუმბულიც ცვივა. რა გავუკეთო? რისი ბრალია?
თიო
თუ შეიძლება თქვენი ნებისმიერი კითხვა ცხოველების და ფრინველების ჯანმრთელობის შესახებ დასვით ჩვენი გვერდის განყოფილებაში: "კითხვები ვეტერინარს".
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?