კატები წნევას დაბლა სწევენ და მამაკაცის სიცოცხლეს ახანგრძლივებენ
კატები წნევას დაბლა სწევენ და მამაკაცის სიცოცხლეს ახანგრძლივებენ
ედინბურგელმა (შოტლანდია) მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობასა და მის სახლში ცხოველის ყოფნას შორის კავშირი დაადგინეს. გამოკვლევაში 40-დან 85 წლამდე ასაკის 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. "მკურნალობის" ჩემპიონებად კატები აღმოჩნდნენ. მათი პატრონებს საშუალოდ 18-20%-ით ნაკლებად ემართებოდათ ინფარქტი და ინსულტი, ვიდრე მათ, რომელთაც სახლში ცხოველები არ ჰყავდათ და 10%-ით ნაკლებად, ვიდრე ძაღლის პატრონებს.

და კიდევ, საინტერესო მომენტი – მამაკაცებისთვის საყურადღებოდ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კატები ძლიერი სქესის წარმომადგენლების სიცოცხლეს ახანგრძლივებენ. ყოველ შეთხვევაში დიდ ბრტანეთში 85 წელს მიღწეულთა შორის 70%-ს სახლში მუდამ ჰყავდა კატა.


კატების
მოყვარულებს ძლიერი გული აქვთ


ექიმი-კარდიოლოგის ინფორმაციით,  სანდო გამოკვლევები ამტკიცებენ, რომ კატის ბეწვის შეხება მოფერებისას არტერიულ
წნევას ქვემოთ სწევს. თუ უკუვაგდებთ მისტიკას და დავეყრდნობით მხოლოდ სამეცნიერო მონაცემებს, მაშინ ეს ხდება სტატისტიკური ელექტროობის მოხსნის ხარჯზე, ამის შედეგი კი იხსნება ძაბვა. რადგან როგორც ცნობილია, მომატებული არტერიული წნევა ხშირად გადაღლისა და სისხლძარღვების სპაზმითაა გამოწვეული. დაკვირვებამ აჩვენა, რომ კატების მოყვარულებს ინფარქტის მსხვერპლად გახდომის ბევრად ნაკლები რისკი აქვს.


სტრესით გამოწვეული კრუტუნი

გერმანიაში, ფინეთში, შვეციაში მიღებულია "მედძმების" მოხუცთა თავშესაფარში და სარეაბილიტაციო სახლში ყოლა, სადაც პოსტტრავმული და პოსტოპერაციული აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კატებს სპეციალურად შეასწავლიან ავადმყოფებთან ურთიერთობას.

ფსიქოლოგი ეველინ ბერლინი, რომელიც დიდი ხანია უკვე შეისწავლის ე.წ. ცხოველურ თერაპიას ფიქრობს, რომ კატებს გააჩნიათ ადამიანთან "სასარგებლო მეგობრობის" უნიკალური ნაკრები. მხოლოდ კატების ოჯახის წარმომადგენლებს შეუძლიათ კრუტუნი. კრუტუნი კი ეს არის 20-დან 50-მდე სიხშირის ბგერების გარკვეული რხევა, რომელიც ძალიან პოზიტიურად მოქმედებს ადამიანზე.

ეს სიხშირე ხშირად მოქმედებს თქვენს ტვინში კმაყოფილების ცენტზე და ხელს უწყობს კარგი ხასიათის ჰორმონის – სეროტონინის გამომუშავებას. ასევე დამტკიცებულია, რომ კატის კრუტუნი არა მხოლოდ ხსნის სტრესს, არამედ სტიმულირებას უკეთებს ვეგეტიურ ნერვულ სისტემას, სახსრების ტონუსს.


ისინი გრძნობენ თქვენს ტკივილს

კატები ყველაზე მგრძნობიარე ცხოველებად ითვლებიან (ტვინის სიღრმისეული სტრუქტურა, რომელიც ემოციებზე აგებს პასუხს მათ განსაკუთრებულად აქვთ განვითარებული). შესაძლოა ამიტომ ზოლიანი ფუმფულები ხშირად ხვდებიან არა მხოლოდ პატრონის ხასიათს, არამედ მის შინაგან მდგომარეობას.

"ახლახან მყავდა პაციენტი შულტირების შემდეგი მდგომარეობით. და ის მომიყვა, რომ როდესაც საავადმყოფოდან გამოეწერა, მისმა კატა მილამ პირდაპირ შეაწუხა, ისე ცდილობდა მის გულზე დაწოლას, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ნაოპერაციების ნაკერები ჰქონდა. თან ისე ნაზად ცდილობდა ამას, რომ პატრონს კი არ სტკენოდა, არამედ სასიამოვნო ყოფილიყო. ისე გამოდის, რომ კატები გრძნობენ პატრონის ტკივილის ეპიცენტრს და მის დახმარებას ცდილობენ", – მოგვიყვა კარდიოლოგი თამარა ოგიევა.

თუმცა, ამის თაობაზე არის სხვა შეხედულებაც, თითქოს ნატკენი ადგილი, სადაც მიმდინარეობს ანთებით პროცესი მაღალ ტემპერატურას იწვევს და კატა ცდილობს ამ სითბოსთან ახლოს მოეწყოს.

საბოლოოდ კი ის კი არ არის ასეთი მნიშვნელოვანი აქვს თუ არა თქვენს კატას "მკურნალობის ნიჭი". მთავარი ისაა, რომ მას თქვენ ძალიან უყვარხართ, თქვენ კი ის გიყვართ. ასეთი საოცარი არსება შეუძლებელია არ გიყვარდეს!

ლალი
პირველი ქიმიის შემდეგ როგორც მე გამცვივდა თმა, ისე გაცვივდა ჩემს კატას, მერე კი ერთად ამოგვივიდა ორივეს. როცა მკურნალომა დავამთავრე, სახლიდან მალე წავიდა და აღარ დაბრუნებულა. როგორც ამიხსნეს, მან ჩემი ავადმყოფობა წაიღო და სავარაუდოდ მოკვდა. ძალიან მიყვარს ფისოები და ძაღლები, ისინი ძალიან საყვარლები არიან და ადამიანისთვის მხოლოდ სიკეთე მოაქვთ. სამწუხაროა რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტას თუ უყვარს ცხოველები.
მანჩო
მე რომ მკითხოს ადამიანმა, ბოროტებს არც ძაღლები უყვართ და არც კატები,ალბათ არც ადამიანები.
ქ.ქ
მე მაგალითად ტკივილმა გადამირა იმ ადგილიდან სადაც კატა იწვა, მერე ადგა და წავიდა.ძალიან საყვარლები არიან....
tamar
კატა საოცრებაა, ისეთი ნაზი და საყვარელი რომ აღგაფრთოვანებს! მას ჩემი ყველაზე კარგად ესმის
eto
კატა უსაყვარლესია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?