რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები?
რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები?
ყველა ჩვენთაგანს გვსმენია გამოთქმა – "კატას 9 სიცოცხლე აქვსო," მაგრამ ნუთუ ეს სინამდვილეშიც ასეა? რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ გამოთქმაა და რეალობას არ შეესაბამება. 

რამდენ ხანს ცოცხლობენ კატები სინამდვილეში?

ბევრი რამ გვსმენია კატებზე, რომლებმაც დიდ ხანს იცოცხლეს, ზოგიერთმა მათგანმა 20 წელსაც გადააბიჯა. მაგ: რეკორდების წიგნში შევიდა ყველაზე ხნიერი კატა მსოფლიოში – მან 38 წელი იცოცხლა.

უმეტესობა ფისომოყვარულებისა, როდესაც მათი ოთხფეხა ბინადარი 5 წელს მიაღწევს, უჩნდებათ კითხვა, თუ რამდენი ხანი იცოცხლებს მისი საყვარელი კატა. – კითხვა ლოგიკურია.

Zooclub

რამდენ ხანს ცოცხლობენ ოჯახის კატები?

თუ
დაუფიქრდებით, პასუხს თქვენვე მიხვდებით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ოთხფეხა ბინადარი განებივრებული გყავთ კარგი საკვებითა და სწორი კვების რეჟიმით, ცხოვრობს სტრესის გარეშე, ხშირად დაგყავთ ვეტერინართან პროფილაქტიკისთვის, ყოველივე ეს კატისთვის იდეალური პირობაა, რომ მან იცოცხლოს ხანგრძლივი ბედნიერი ცხოვრებით.

კატის ხანგრძლივი სიცოცხლის პერიოდი 20 წელია, შესაძლოა კიდევ რამდენიმე წლით მეტიც, მაგრამ როგორც თავში ავღნიშნეთ, არის გამონაკლისებიც და სწორი მოვლისა და კარგი გენეტიკის შემთხვევაში შეიძლება 30 წელზე მეტიც იცოცხლოს.

როგორც გვარწმუნებენ ვეტერინარები, თუ კატა სტერილურია, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება 2-4 წლით. თუმცა, ეს პატრონის გადასაწყვეტია გაუკეთებს, თუ არა მის ოთხფეხა ბინადარს სტერილიზაციას.


რამდენ ხანს ცოცხლობენ უპატრონო კატები?

კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ისევე როგორც სხვა ცხოველის, დამოკიდებულია გარემოპირობებზე, სადაც ისინი იმყოფებიან. კატა, რომელიც ცხოვრობს იჯახში, ჰყავს პატრონი და მასზე ზრუნავენ, გაცილებით დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ქუჩაში უპატრონოდ მოხეტიალე კატა. მას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხვდება საშიშროება. შეიძლება თავს დაესხას ძაღლი, ან მანქანის მსხვერპლი გახდეს. გარდა ამისა, დიდი ალბათობაა შეეყაროს უკურნებელი ინფექცია, ან მოიწამლოს საკვებით. ასევე, ყოველდღიური სტრესი და შიშები ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას და ქუჩაში მცხოვრები კატა დაახლოებით 6-8 წელი ცოცხლობს.

Zooclub

არის თუ არა დამოკიდებული კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა მის ჯიშზე?

ეს სადავო საკითხია, რადგან ერთნი მიიჩნევენ, რომ კატის სიცოცხლის ხანგრძლივობა მის ჯიშსა და გენეტიკაზეა დამოკიდებული. მაგ: ბრიტანული და სიამის კატები ცოცხლობენ დაახლოებით 15 წელი, ხოლო სპარსული ჯიშის კატა ცოცხლობს მათზე 2-4 წლით მეტ ხანს.

ამის მტკიცება ძალიან რთულია, მით უმეტეს, რომ ნაწილი ვეტერინარების მოსაზრებით, არანაირი კავშირი არ აქვს კატის ჯიშს მისი სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. მთავარია, მიექცეს ყურადღება მის ჯანმრთელობას, პატრონი კვებავდეს მას სწორად, ასევე ჰქონდეს სითბო და სიყვარული. ამ შემთხვევაში თქვენი ბინადარი იცოცხლებს დიდხანს და არანაირი მნიშველობა არ აქვს, თუ რა ჯიშის არის ის.

როგორ გავუხანგრძლივოთ კატას სიცოცხლე?

1. თქვენი ოთხფეხა ბინადარი ყოველთვის ხარისხიანი საკვებით გამოკვებეთ.
2. არ დაგავიწყდეთ, რომ მისთვის აუცილებელია დიეტა (კონსულტაცია გაიარეთ ვეტერინართან).
3. ყოველ წელს გაუკეთეთ აუცილებელი ვაქცინაცია.
4. პროფილაქტიკისთვის წელიწადში რამდენჯერმე მიიყვანეთ ვეტექიმთან.
5. თვალყური ადევნეთ მის ჯანმრთელობას (ზოგიერთ შემთხვევაში, ვიზუალურად არ გამოხატავს, როცა კატა ავად არის).
6. კატისთვის აუცილებელია ფიზიკური დატვირთვა, დაუთმეთ დრო და ითამაშეთ მასთან ერთად.
7. მიაქციეთ ყუადღება მის ჰიგიენასა და სისუფთავეს.
8. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ რომ თქვენი ბინადარი გამრავლდეს, გაუკეთეთ სტერილიზაცია.
9. არ კვებოთ ზედმეტად, რადგან ეს მის ჯანმრთელობას ვნებს.
10. ყოველთვის მოექეცით თქვენს ოთხფეხა ბინადარს სითბოთი და სიყვარულით.

ტეგები
დალი
ჩემი ფისო პატარაობიდან მივაჩვიე უნიტაზზე დაჯდომას და არანაირი პრობლემა არ მქონდა...მყავდა ძალიან თბილი,ეთგული და მზრუნველი....ვერ იტანდა ჩემს ოდნავ ხმამაღალ დალაპარაკებასაც კი და ცდილობდა გავეჩუმებინე,მაჯაზე მომიჭერდა ხოლმე პირს.სამწუხაროდ ჩემი ფისო გარდაიცვალა 15 წლის ასაკში..
manana-sh
ტატა, თქვენ სადაც გსურთ თქვენს ფისოს ჰქონდეს ტუალეტი, იქ დაუდგით ი,,ქოთანი", თათით გაათხრევინეთ ქვიშა (ან მიწა, რასაც ჩაუყრით), ცოტა ხანს მასთანმ ერთად გაჩერდით, დღეში რანმდენჯერმე მიიყვანეთ იმ ადგილას და აუცილებლად მიეჩვევა, მე ასე მივაჩვიე ერთი უპატრონო კატა, რომელიც 3 წლის მაინც იქნებოდა, როცა ჩემთან მოვიდა.
tata
მაინტერესებს როგორ გადავაჩვიო კატა როცა ის ხმარობს აივანს ტუალეტად ??????
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?