დაბანამდე კატა აუცილებლად დავარცხნეთ, რადგან სველი კატის დავარცხნა გაგიჭირდებათ.
კატის დაბანის დროს ხელზე გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები – თუ კატა აგრესიულია ამ დროს ორომაგად
შეარჩიეთ კატის შამპუნი – არავითარ შემთხვევაში არ დაბანოთ თქვენი კატა ადამიანის ან ძაღლის შამპუნით, რათა მისი ბეწვი არ გაუხეშდეს და კანზე ბაქტერიებისგან დამცავი ქერცლი არ ასძვრეს.
სასურველია, დახუროთ აბაზანის კარი, როდესაც კატას დასაბანად შეიყვანთ, რათა ის არ გაგექცეთ.
კატის ბანაობისთვის წყალი უნდა იყოს თბილი, არავითარ შემთხვევაში არ დაბანოთ ცხელი წყლით.
იმ პერიოდში, სანამ კატას აბანავებთ, დასაბან ჭურჭელში ჩაუყარეთ თავისივე სათამაშოები და ბანაობის პერიოდში, ითამაშეთ მასთან ერთად, რათა გაართოთ და არ გაგექცეთ აბაზანიდან.
ბანაობის შემდეგ, აუცილებლად გამოიყენეთ 2 პირსახოცი, რათა კარგად გაამშრალოთ თქვენი პატარა ბინადარი. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ფენი კატის გაშრობის მიზნით.
როდესაც დაამთავრებთ ბანაობის პროცედურას, აუცილებლად "დააჯილდოეთ" თქვენი პატარა ბინადარი მისთვის გემრიელი სასუსნავით, რათა მიახვედროთ, რომ კარგად მოიქცა.