როგორია “კატური” სიყვარულის ახსნა …
როგორია “კატური” სიყვარულის ახსნა …
კატები საყვარელი, რბილი და ძალიან სიმპატიურები არიან. მაგრამ ხანდახან ისინი ძალიან გამაღიზიანებლად იქცევიან, მათ სულაც არ ანაღვლებთ თქვენი პირადი სივრცე და ღირსება.გაღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი დიდი სიყვარულის გამო ხდება.


ღეჭავენ თქვენს კიდურებს.
მაშ ასე, თქვენ უყურებთ ტელევიზორს, გადმოჰყობთ ხელს, რათა ამ ფუმფულა არსებას მოეფეროთ და უცებ თვენს თითებს მის კბილებში აღმოაჩენთ… რა არის ეს - ღეჭვა თუ სიყვარულით კბენა? ესაა უბრალოდ საშუალება, რითაც კატა გეუბნებათ: “ეი, დიდი მადლობა ასეთი სასიამოვნო მოფერებისთვის. მეც ძალიან მომწონხარ”.


ალოკვა
როდესაც კატა წესრიგდება, შეიძლება, შეამჩნიოთ
მისი გამოხედვა, რომლითაც გეუბნებათ: “ა, შენც გინდა?” მაშინ ის თქვენი ხელის ლოკვას იწყებს. ეს არ
არის თავდასხმა ან იმის ჩვენება, რომ ის თქვენზე დამოკიდებულია. ეს ეხმარება კატებს თავიანთი სუნის გავრცელებასა და თქვენს მონიშვნაში, როგორც საოჯახო ჯგუფის ერთ-ერთი მნიშნელოვანი წევრისა.


ხმამაღალი კნავილი.
იშვიათი და ჩუმი კნავილი ძალიან საყვარლადაც ჟღერს. მაგრამ როდესაც კატის კნავილი ძლიერდება რეალურად საშიშად ჟღერს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასე კატა არ ცდილობს თქვენს ჭკუიდან შეშლას. კატები ერთმანეთთან კნავილით არ ურთიერთობენ. ამ ვოკალურ პარტიებს მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთბის დროს იყენებენ. თქვენ საუბრობთ მათთან, ვინც არ მოგწონთ? რა თქმა უნდა, არა. ამიტომ, როდესაც გაიგებთ თქვენი კატის სულისშემძვრელ კნავილს, თავი განსაკუთრებულად იგრძენით (და აჭამეთ მას).


თათებით სიარული თქვენს სახეზე (მკერდსა და სხვა ადგილებზე).
არასოდეს გიცხოვრიათ სრულფასოვნად, თუ არ გაგიღვიძიათ დილით იმ შეგრძნებით, რომ კატა თქვენზე დადის. სინამდვილეში ასე კნუტები დედის რძეს იღებენ. დიდი კატები ასე მხოლოდ მაშინ აკეთებენ, როცა მაქსიმალურად მოდუნებულები არიან და თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.


დაჟინებული მზერა თვალებში.

გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ ვიღაც გითვალთვალებთ? თქვენს ოთახს მოავლებთ თვალს და კატის მზერას აწყდებით, რომელიც თითქოს თქვენს სულში ჩაძრომას ლამობს. კატების ოჯახის წარმომადგენლები თვალებში მხოლოდ იმ ადამანებს უყურებენ, ვისაც ენდობიან.
დაჟინებულ მზერას იშვიათი დახამხამებით “კატის კოცნას” ეძახიან.


რქენა.
ხან ხდება, როდესაც ადამიანი კომპიუტერთან მუშაობითაა დაკავებული, კატა მაგიდაზე ადის და სახით სახეზე რქენს. კატების ენაზე ასეთი რქენა დიდ კომპლიმენტად ითვლება და ნიშნავს, რომ თქვენს კატას ძალიან უყვარხართ.


თქვენს ოთახში შემოსვლის მცდელობა.

სიყვარულით დაბრმავებულ კატებს თქვენთან ერთი წუთით დაშორების წარმოდგენაც კი არ სურთ. ფუმფულები ყველა გზას გამონახავენ, რომ ნებისმიერ ოთახში შემოაღწიონ, იქაც კი, სადაც განმარტოება გინდათ.


ფუმფულა საჯდომი.

კატებს ძალიან უყვართ თავისი ფუმფულა საჯდომის თქვენს სახესთან მაქსიმალურად მოახლოება. კატების ენაზე ეს მიჩვევისა და ნდობის დემონსტრირებაა.


თქვენი კომპიუტერის ოკუპირება.
დაახლოებით ასე: თქვენ მნიშვნელოვან ელექტრონულ წერილს იღებთ და ცდილობთ, უპასუხოთ. ამ დროს ბატონი კატა ხტება მაგიდაზე და პირდაპირ კლავიატურაზე წვება. კატები თვლიან, რომ თქვენი კომპიუტერი საკმაოდ მოხერხებული ადგილია ძილისთვის. კატებს უზომოდ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, თანამედროვე სამყაროში კი ჩვენ კომპიუტერს უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ, ვიდრე ჩვენს ბინადრებს, ამიტომ ამ თბილ მანათობელ საგანზე ამოხტომით კატა გეუბნებათ: “შემომხედე, მეც მნიშვნელოვანი ვარ!”.


აბაზანაში შემოღწევა.
აბაზანა სწორედ ის ადგილია, სადაც ნამდვილად შეგიძლიათ განმარტოება. თუ, რა თქმა უნდა, კატა არ გყავთ. საპირისპირო შემთხვევაში გარანტირებულია ყვირილი კარის ქვეშიდან, თათები, რომლებიც ცდილობენ შემოღწევას ღრიჭოებში და არანაირი სიჩუმე. ეს სიყვარულის აბსოლუტურად ბუნებრივი ნიშანია. და კიდევ ერთი - კატები ვერ იტანენ დახურულ კარებს.


თქვენი საყვარელი ავეჯის განადგურება.
როგორც ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი, ასეთი ქცევა გიჟური სიყვარულითაა განპირობებული. როდესაც კატა ბრჭყალებს ილესავს, ის მონიშნულ ტერიტორიაზე თავის სუნს ტოვებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჩვეულებრივ ისინი ირჩევენ ადგილებს, რომლებიც პატრონთანაა დაკავშირებული, მაგალითად თქვენი საყვარელი სკამი ან სავარძელი.


ბორკილები ფეხებზე.
სამსახურის შემდეგ დაღლილი ბრუნდებით სახლში და უეცრად კატა გადაირევა თქვენი ფეხების გამო. ის ეხახუნება, გარშემო უვლის და ნაბიჯის გადადგმის საშუალებას არ გაძლევთ. ასე უცნაურად განახებენ კატები თავის მიჩვევასა და დამოკიდებულებას.


მკვდარი ცხოველები.
როდესაც კატას თქვენთვის მკვდარი თაგვები მოაქვს, ის არ ცდილობს თქვენს დაშინებას - ეს ასეთი საჩუქარია! შინაური კატებიც კი ბუნებით დაუნდობელი მტაცებლები არიან. თუ ამ ცხოველმა ნადავლი გიწილადათ, ეს სიყვარულის დიდი გამოხატულებაა!


თქვენთვის გზის გადაჭრის მცდელობა.
თუ სახლში ვიწრო გასასვლელი გაქვთ, დარწმუნებული იყავით, რომ კატა სწორედ მანდ მოეწყობა. ამასთან, უბრალოდ კი არა, ყველაზე უცნაურად დახვეულ პოზაში. ფიქრობთ, ამას იმიტომ აკკეთებს, რომ ფეხი წამოკრათ და რამე მოიტეხოთ? არა - კატები მუცელს მხოლოდ იმათ ანახებენ, ვისაც ბოლომდე ენდობიან.


ტკბილად სძინავთ... თქვენზე…

ხდება ხოლმე, როდესაც ძალიან გინდათ საპირფარეშოში შესვლა, მაგრამ განძრევაც კი არ შეგიძლიათ, რადგან ფისოს თქვენს მუხლებზე ტკბილად სძინავს. რადგან ისინი თქვენთან ახლოს ან კალთაში წვებიან, დარწმუნებული იყავით, რომ ამ ფაფუკ არსებას ძალიან უყვარხართ და თქვენს გვერდით თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
fiso-gori-s
მადლობ ამ რჩევისტვის ვცადე მასეც . მდივანიც კატის შარდის დასაბლოკი ხსნარიტაც გავწმინდე რამოდენიმეჯერე მაგრამ მაინც შარდავს . კოველდგიურად არა აი ტვეში ერტხელ. ტავისი ჭკუიტ რაგაცის გამო მსჯის.ტან უკვე ხვდება იმ ადგილას რომ მივალ რა სახის გამომეტკველება მექნება ტუ დამნაშავეა ცხვირს მაგლა ასწევს ყურებს კისრის მიმარტულებიტ გადადწევს და გარბის ))))))))))). კიდევ ერტხელ მადლობა რჩევისტვის . კატასაც ტუ ჰქონდა ადამიანივიტ ორიგინალური ხასიატი ნამდვილად არ მეგონა . დზალიან მიყვარს ჩემი მდივანზე მშარდავი თოიგერი.
fiso-gori-s -s
კნუტები როგორც კი უკვე ძირს სიარულს შეძლებენ, მაშინვე ქვიშას ვუდგამ, თათით ქვიშას გავათხრევინებ და დავსვამ გათხრილ ადგილას,ასე ვაკეთებ რამდენჯერმე, შემდეგ თავისით სწავლობენ. რაც შეეხება დივანზე მოშარდვას, როგორც კი ამას დაინახავ იმ ადგილას მიიყვანე და ცხვირი ჩააყოფინე და რამდენიმე წამით თან მსუბუქად მოსცხე, დამიჯერე მეორედ აღარ გაიმეორებს. რამდენიმე კატა (ქუჩიდან მოსულები) ასე გადავაჩვიე. მეც შეწუცეხული ვიყავი და მეზობლის რჩევა გავითვალისწინე.
Giorgi iremashvili (Ultimatum)
ზუსტად ისეთი წესები ჰქონდა ჩემს საყვარელ "კნუწიკას" და ძალიან გამიხარდა რაც თქვენ აღწერეთ ახლა დავინტერესდი "კნუწიკებით" და კატებით ასე რომ თუ მექნება საშუალება რომ ჩემი კნუტი ან თუნდაც კატა შევიყვარო აუცილებლად მივცემ მას მაგ წესების ბოლომდე მიყვანას და ჩემს შეყვარებას ასე რომ მეც ვცდილობ რომ ცხოველებისთვის მეტად მეგობრული ვიყო ვიდრე მოძალადეებს შევუერთდე :)
fiso-gori-s
რას აკეტებ იმისტვის რომ კატებმა მდივანზე ან საწოლზე არ დაგიპსან???? ჩემს კატას გარეტაც ვუშვებ ტავისი საჭირო ოტახიც აქვს მაგრამ მდივანზე შიგა და შიგ მაი ნც მიპსავს . გარეტ ეზოში მტელი დგის განმავლობაში არ მოისაქმებს მოვა და სალში ტავის კუტხეში აკეტებს მაგრამ ხანდახან მდივანზეც შარდავს . აგარ ვიცი რა მოუხერხო . მიკვარს და არ მინდა ჩავაბარო მინდა გამოსწორდეს ამ მხრივ.
fiso-gori
ჩემი უსაყვარლესი კატუნიები ზუსტად ასე იქცევიან,საონტერესო კიდევ ის არის რომ ერთმანეთის მიმართაც ასე თბილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ქუჩიდან მყავს მოყვანილი
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?