საქმე იმაშია, რომ კატას, რომელიც მასაჩუსეტსის შტატში (აშშ) ცხოვრობს, არა მხოლოდ ორი სახელი, არამედ ორი თავიც აქვს. ფრენკსსა და ლუისს უიშვიათესი დაავადება, დიპროზოპი აქვს. ცხოველები, რომლებსაც ასეთი დიაგნოზი დაუსვეს, 2-3 დღეზე მეტი ვერ ცოცხლობენ.
ფრენკისა და ლუისის ყოფილი პატრონი დიდად არ ზრუნავდა ამ საოცარი კატის სიცოცხლეზე, ამიტომ კატა ადგილობრივ ვეტკლინიკაში დასაძინებლად მიიყვანა.ბუნების ეს საოცრება ერთ-ერთმა მედდამ შეამჩნია და მაშინვე შეუყვარდა. გულისხმიერმა მარტიმ არაჩვეულებრივი პატარა სახლში წაიყვანა და მასზე ზრუნვა დაიწყო.
საოცარია,
ახლა ეს ხნიერი ჯანმრთელი კატა ტკბილად ცხოვრობს. ამ ორსახოვან კატას ორი პირი, ორი ცხვირი და ორი თვალი აქვს. მიუხედავად ორი სახისა, კატას ერთი ტვინი აქვს. საინტერესოა, რომ ორივე თავი მომხდარზე სინქრონულად რეაგირებს. თუმცა, ფრენკი და ლუი მხოლოდ ერთი პირით ჭამს, ძირითადად ფრენკის მხარეს და ჭამს ის ერთდროულად ორივესთვის.
მარტის თქმით, ადამიანებს, რომლებიც პირველად ხედავენ ორთავა საოცრებას, საშინელი რეაქცია აქვთ. მაგრამ ეს დროებითია, რადგან ფრენკი და ლუი ძალიან კეთილი და ალერსიანი კატაა. მას უცნაური ხასიათი აქვს - უყვარს მანქანით სიარული, საბელით სეირნობა და გემრიელად ჭამა.
მარტის მყუდრო სახლში ფრენკისთან და ლუისთან ერთად, კიდევ ერთი ჯანმრთელი კატა, თუთიყუში და ძაღლი ცხოვრობენ. ყველა ცხოველი ერთმანეთს მშვენივრად უგებს და სახლში კეთილი და მხიარული ატმოსფეროა.
იხილეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეო