გოგონამ პარკში შავი კნუტებით სავსე ძველი ჩემოდანი იპოვა
20.01.2015
ერთ ჩვეულებრივ, მზიან დღეს სარა ბაუმერი პარკში სასეირნოდ ჩავიდა. მან ყურადღება არ მიაქცია ბალახზე დაგდებულ ძველ ჩემოდანს, მაგრამ იქიდან უცნაური ხმაური ისმოდა.
ცნობისმოყვარე გოგონამ ჩემოდანი გახსნა. იმან, რაც იქ ნახა შოკში ჩააგდო.
ჩემოდანში 11 შავი კნუტი იჯდა. სარა მაშინვე დაუკავშირდა ვეტერინარს და მასთან კონსულტაცია გაიარა.
კნუტები მშივრები, რწყილებით სავსე და გამოფიტულები იყვნენ. როგორც ჩანს, ვიღაც "ჭკუის კოლოფმა" პატრონმა ასე გადაწყვიტა თავისი კატის შთამომავლობის მოცილება.
სავსე ძველი ჩემოდანი იპოვა" />
რამდენად უსულგულო უნდა იყოს ადამიანი, ასე რომ მოექცეს ამ საოცარ პატარებს?
ის, რომ სარამ აღმოაჩინა კნუტებით სავსე ჩემოდანი და გახსნა - ნამდვილი საოცრებაა. მისი დახმარების გარეშე, კნუტები აუცილებლად დაიღუპებოდნენ უჰაეროდ და
შიმშილით.
უკვე 21-ე საუკუნეა, ბევრისგან კი ჰუმანურობა ისევ უცხოა. ხანდახან იმის შემხედვარე, თუ "გონერი ადამიანი" როგორ ეპყრობა თავის მოძმეს, ან ოთხფეხა ბინადრებს, სისხლი გეყინება ძარღვებში. გვრჩება მხოლოდ კარმის კანონის იმედი და გვჯეროდეს, რომ მსგავსი ქმედებები ბუმერანგივით ბრუნდება უკან.