იმ შემთხვევაში, თუ ორი სრულიად გნსხვავებული ცხოველი ერთად იზრდება, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთის დაკარგვით, მეორეც დარდით მალევე დაღუპულა.
ეს ისტორიაც კატისა და ძაღლის ერთგულ მეგობრობაზეა.
ისინი ერთად გაიზარდნენ, ერთად იკვებებოდნენ, ერთად ეძინათ და მთელ დროს ერთად ატარებდნენ. როდესაც ძაღლი მძიმე სენით გარდაიცვალა, კატამ ძალიან განიცადა.
"ვგრძნობდი, რომ მის სულში სიცარიელე იყო. მისი თვალებიც უსიცოცხლო გახდა. ყველანაირად ვცდილობდი დარდი შემემსუბუქებინა,
რამდენიმე თვის შემდეგ, პატრონმა შემთხვევით მაღაზიაში ნახა პატარა ქანდაკება, რომელიც თავის გარდაცვლილ ძაღლს მიამსგავსა. მან იყიდა ხელნაკეტი ფიგურა და სახლში საპატიო ადგილზე დადო, თან მისი ყოფილი ძაღლის ყელსაბამიც გაუკეთა.
როდესაც კატამ ოთახში ეს პატარა ძეგლი შეამჩნია, ერთგული მეგობრის ყელსაბამით, მისი რეაქცია პატრონისთვის წარმოუდგენელი იყო.
"იმ დროს, როცა ოთახში შევედი, დავინახე, როგორ თბილად ეხვეოდა და თავს ადებდა ჩემი კატა ძაღლის ფიგურას."- ამბობს პატრონი.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად განსხვავებული ცხოველები იყვნენ და ზოგჯერ კატებს და ძაღლებს ერთმანეთის მტრებადაც მოიხსენიებენ, ამ კატას ძალიან უყვარდა თავისი მეგობარი.
არა ერთ ადამიანს გონია, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ გლოვა, თუმცა, სპეციალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს მითია და ისინი იმაზე მეტად განიცდიან მეგობრის დაკარგვას, ვიდრე ადამიანები თავისი ოჯახის წევრის დაღუპვას.
ასევე იხილეთ:
როგორ მოიქცა პატრონი, როდესაც კატამ საუკეთესო მეგობარი დაკარგა
კისი და შედოუ – საუკეთესო მეგობრები
"ვერ წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება.."