იოდი - კატა, რომელსაც ოთხი ყური აქვს
იოდი - კატა, რომელსაც ოთხი ყური აქვს
ეს ფოტოშოპი არაა, ესაა ძალიან ლამაზი კატა ოთხი ყურით. 65 წლის ვალერიმ და მისმა მეუღლე ტედიმ ცხოველი 2 წლის წინ ჩიკაგოს ერთ-ერთ ბარში იპოვეს.

ბარის პატრონი სტუმრებს კნუტების აყვანას სთავაზობდა. ეს ოთხყურიანი კნუტიც ხელიდან ხელში გადადიოდა, სანამ ტედის ხელში არ მოხვდა.

"ჩვენ 20 წლის კატა დაგვეღუპა და ვფიქრობდით, რომ შინაური ბინადარი აღარ გვეყოლებოდა", - ამბობს ვალერი, - " მაგრამ როდესაც კნუტს ტედის მხარზე დაეძინა მივხვდით, რომ სხვა გამოსავალი არ გვქონდა".

წყვილმა გადაწყვიტა კნუტისთვის მხატვრული ფილმის "ვარსკვლავური ომების" ერთ-ერთი გმირის -
ჯედაი
იოდის სახელი დაექმიათ.

Zooclub

რამოდენიმე ხნის შემდეგ ვალერი თავის 8 თვის კნუტთან ერთად ვეტერინართან მივიდა. იოდის ოთხმა ყურმა ვეტერინარი გაოცებული დატოვა. მან აღიარა, რომ მსგავსი არასოდეს უნახავს. იგივე თქვეს სხვა ვეტერინარებმაც. იოდის პატრონმა იმის შიშით, რომ კატა არავის მოეპარა, ცხოველს სპეციალური ჩიპი ჩაუდგა და სახლიდან გამოსვლის მკაცრი გრაფიკი დაუწესა.

ნაცნობები პატრონს ურჩევდნენ იოდისთვის ოპერაციის გაკეთებას, რითაც მხოლოდ ორ ყურს დაუტოვებდნენ, თუმცა, ვალერი დარწმუნებულია, რომ ეს ზედმეტია. იოდი სრულიად ჩვეულებრივი კატაა, რომელსაც უყვარს პატრონი და ძალიან აინტერესებს გარე სამყარო.

Zooclub

მას ისევე ესმის, როგორც სხვა კატებს და მაინც, იოდს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს - მისი კრუტუნი არ ისმის, არამედ მხოლოდ შეიგრძნობა, თუ თითს ყელზე მივადებთ.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?