"კატა ანგელოზი"
"კატა ანგელოზი"
ეს უცნაური სახელწოდება მიიღეს კატებმა, რომლებსაც დაბადების შემდეგ ბეწვში გახვეული "ფრთები" ეზრდებათ. პირველად მათ შესახებ 1842 წლის ჩანაწერებიდან გახდა ცნობილი.

Zooclub

დღეს არსებობს ამ სახეობის რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც ცხოვრობენ აშშ-ში, ჩინეთსა და რუსეთში.

მეცნიერებმა დაასახელეს ამ ანომალიის გამომწვევი სამი სავარაუდო მიზეზი:

ერთმანეთთან აბლანდული თმა, რის გამოც ცხოველს ზრდის პროცესში შესაძლოა განუვითარდეს ანომალიური წანაზარდები.

კანის ასთენია, რომლის დროსაც კანი გამოირჩევა განსაკუთრებული ელასტიურობით და სხეულის ზოგიერთი მიდამო მიდრეკილია დეფორმაციისკენ.

განუვითარებელი კიდურების ევოლუცია, რომელსაც ჩვენ შეცდომით მივიჩნევთ "ფრთად".

დღეს მსოფლიოში დაახლოებით 140 "კატა ანგელოზია" ცნობილი.
სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობისთვის ეს იშვიათი შესახედაობის კატები იდუმალ, საშიშ არსებებს წამოადგენენ, ამიტომ მათ ხშირად ანადგურებენ.
ზოგჯერ ისინი მუზეუმის მუმიები ხდებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა


ასევე იხილეთ:

ბატკანი, რომელიც ადამიანის სახით დაიბადა

უცნაური შეფერილობის ძაღლები

თეთრი ვეფხვი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა
გალერეა
nini nini
ეს არ არსებობს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?