კატა, რომელმაც თავისი სიცოცხლის პირველი წელი ჩიტის გალიაში გაატარა
კატა, რომელმაც თავისი სიცოცხლის პირველი წელი ჩიტის გალიაში გაატარა
როდესაც მაშველები პატარა, ჭუჭყიან ჩიტის გალიას მიუახლოვდნენ, თვალებს არ დაუჯერეს. გარდა იმისა, რომ შიგნით გამომწყვდეული ცხოველი იტანჯებოდა, ის საერთოდ არ იყო ფრინველი.

ჩიტის გალიაში ერთი წლის კატა იჯდა.

ფლორიდის მაშველების ორგანიზაციაში (Furry Nation Salvation ) მიიღეს შეტყობინება კატაზე, რომელიც წარმოუდგენელ პირობებში იმყოფებიდა. საწყალი კატა ჩიტის ვიწრო გალიაში იჯდა. ის სავსე იყო რწყილებით. გალიაში ერთი სუფთა ადგილიც კი არ იყო.

Zooclub

"მისი იქ დარჩენა წამითაც არ შეიძლებოდა, - ამბობს მაშველი ტონია ხეერი. - კატა სახლის უკანა ეზოში ჰყავდათ, ბრეზენტის ქვეშ. ის იქ მთელი თავისი
სიცოცხლე ცხოვრობდა."

Zooclub

გადარჩენილი კატა, რომელსაც ჰოლი პეპერმინტი დაარქვეს, სასწრაფო ვეტერინარულ დახმარებას საჭიროებდა, როგორც რწყილების გამო,
ასევე კანისა და შარდის ბუშტის ინფექციის გამო. ტონი ხეერმა ის სახლში აბანავა და დახმარება აღმოუჩინა.

Zooclub

თავიდან ცხოველს დიდი სივრცის ეშინოდა, ეს უცნაური იყო ვიწრო გალიის შემდეგ. თუმცა, მალე ჰოლი მიხვდა, რომ მას საშიშროება არ ელოდა და მალე გაშინაურდა.

Zooclub

მაშველებმა კატისთვის შესანიშნავი სახლი იპოვეს. ახლა მას მოსიყვარულე ოჯახი ჰყავს, 10 წლის ძმა-კატა და უზარმაზარი სივრცე თამაშისთვის და დამოუკიდებელი ბედნიერი ცხოვრებისთვის.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?