დიასომის თავგადასავალი ზღვიდან იწყება, როდესაც პატრონები ერაყიდან ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ.
საბერძნეთი მთავარი თავშესაფარია ერაყელი, სირიელი და ავღანელი ლტოლვილებისთვის.
ეშლი ანდერსონი საბერძნეთის ნაპირამდე მოსულ ლტოლვილებს დახმარებას უწევს.
როდესაც საბერძნეთის კუნძულს, ქალაქ მოსულიდან (ერაყი), ნავი მიუახლოვდა, ანდერსონმა შეამჩნია ოჯახი, რომლებსაც ერაყიდან კატა წამოეყვანათ.
"ამ ოჯახმა კატის ტრანსპოტირებისთვის ათასი დოლარი გადაიხადა. ისინი ცხოველს მზრუნველობითა და სიყვარულით ეპყრობოდნენ."-ამბობს ანდერსონი.
როცა ნავი ნაპირს მიუახლოვდა, კატა შეშინდა, გადმოხტა ნაპირზე და გაიქცა.
ისინი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ კუნძულიდან.
კატა 3 დღის შემდეგ ერთ-ერთ კაფეში გამოჩნდა. ის მშიერი და გასაცოდავებული იყო. ამ დროსითვის ოჯახი უკვე წასული იყო კუნძულიდან. კატა რამდენიმე კვირის განმავლობაში კაფეში ბინადრობდა.
ანდერსონმა კატის შესახებ უამბო მეგობარს, რომელმაც ერაყელი ოჯახის მოძებნაში დახმარება შესთავაზა.
მეგობრებმა კატა ვეტერინართან წაიყვანეს, სადაც ყველა საჭირო საბუთი გაუკეთეს.
დიასომს გერმანიაში ახალი ოჯახი უპოვეს და უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირებაც, თუმცა, ანდერსონს დღემდე არ შეუწყვიტავს ერაყელი პატრონების ძიება.
მან სოციალურ ქსელებში დაიწყო კამპანია, სადაც კეთილი ადამიანების დახმარებით, ცდილობს, დიასომს უპოვოს ერაყელი ოჯახი, რომელმაც არ დაზოგა თანხა, ენერგია და კატა სამშვიდობოს გამოიყვანა.
ასევე იხილეთ:
"მე არსად მაქვს წასასვლელი, კატასთან ერთად ვინ მიმიღებს"
სირიელმა ბიჭმა 500 კმ. ფეხით გაიარა, რათა ძაღლი ომიდან სამშვიდობოს გამოეყვანა