“საბავშვო ბაღი” კნუტებისთვის - ადგილი, სადაც 5000 სიცოცხლეზე მეტი გადაარჩინეს (+ფოტო)
“საბავშვო ბაღი” კნუტებისთვის - ადგილი, სადაც 5000 სიცოცხლეზე მეტი გადაარჩინეს (+ფოტო)
კუნაინი არ არის შესაფერისი სახელი მომხიბლავი მორუხო თეთრი კნუტისთვის. მაგრამ როდესაც იმდენი კნუტი გყავთ, რამდენიც ცხოველების მეგობრების საზოგადოების “საბავშვო ბაღშია”, ახალი სახელების მოფიქრება ძალიან რთულია.
ორგანიზაციის თანამშრომლის, ელენ ბუჩსბაუმის თქმით, აქ მოხალისეები და შტატი კნუტებს მთელი წელი 24 საათის განმავლობაში უვლიან დაბადებიდან გაჩუქებამდე.

“ჩვენთან ისინი სულ პაწიები ხვდებიან”, - ამბობს ბუჩსბაუმი.

პაწიები იქ მიყავთ ადამიანებს, რომლებიც მათ დედა კატის გარეშე ნახულობენ.

კნუტებს, რომლებიც დედა კატასთან ერთად ხვდებიან, ცალკე, “დედასა და შვილის” სპეციალურ ოთახში ათავსებენ, დანარჩნებს კი - აკვარიუმში.

ადამიანების კეთილი
სურვილის მიუხედავად, ისინი ხშირად უბრალოდ არ უკვირდებიან კარგად არის თუ არა კნუტებთან დედა კატა. არადა
დედასთან კნუტი ყველაზე კარგად გრძნობს თავს.

“კნუტების სეზონი” აპრილიდან ოქტომბრამდე გრძელდება. 2016 წლის აპრილში ორგანიზაციამ "Best Friends LA"-მ 322 კნუტი მიიღო. შარშან დეკემბერში - მხოლოდ 29. ბაღმა, რომელიც 2013 წლის თებერვალში გაიხსნა, 2015 წლის დასასრულისთვის 4975 კნუტი გადაარჩინა.

“ლოს-ანჯელესის თავშესაფრებში ყველაზე ხშირად სწორედ კნუტებს აძინებენ”, - ამბობს მიშელ სატი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი.

საზოგადოება ასეთ “ბაღებს” მთელ ქვეყანაში ხსნის. მათ ეხმარებიან მოხალისეები, უვლიან კნუტებს, რაც ამ პატარებს სიცოცხლისა და გაჩუქების შანსს აძლევს.


Best Friends Animal Society-მ ლოს-ანჯელესში 2016 წელს 2900 კნუტს მოუარა.

დღეს 179 ოფიციალური “კნუტების ბაღია”. აქ კნუტები ბედნიერები არიან.

კვების მერე თითოეულ კნუტს წონიან. ობოლი კნუტები რბილ სათამაშოებს ეხუტებიან. მოხალისეები მათზე 24 საათის განმავლონაში ზრუნავენ.

ისინი ძალიან საჭირო საქმეს აკეთებენ!

იხილეთ ფოტოგალერეა


გალერეა
locatores@mail.ru
გაიხარონ ამ ბაღის შემქმნელებმა, სიამოვნებით ვიმუშავებდი მანდ
მსგავსი სიახლეები
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?