დომინიკ იუსონი და ლუზი ვერონო სპეციალურად ამის გამო ჩავიდნენ კვებეკიდან კალიფორნიის კატების თვშესაფარში (The Cat House). მათ თავშესაფრის დამფუძნებელი, ლინეუ ლატანციოც კი დაარწმუნეს სასულიერო წოდება მიეღო, რომ რელიგიური ცერემონია ჩაეტარებინა.
“ჩვენ ორივეს გვიყვარს ცხოველები, ამიტომ გადაწყვეტილება ძალიან ადვილად მივიღეთ”, - ამბობს იუსონი.
ვერონომ თავის მხრივ აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია ლატანციოს მოღვაწეობით და მისი მაშველი ჯგუფით.
ქორწილი 17 მაისს შედგა. საჩუქრების მაგიერ წყვილმა ნათესავებსა და ნაცნობებს სთხოვეს
კატები The Cat House-ში არ ცხოვრობენ გალიებში. ისინი თავშესაფრის ტერიტორიაზე თავისუფლად დადიან.
იხილეთ ფოტოგალერეა