ასეთი კატა თქვენ ჯერ არ გინახავთ
ასეთი კატა თქვენ ჯერ არ გინახავთ
გაიცანით კატა, სახელად სამსონი, რომელიც ზომით უდიდესი კატაა ნიუ-იორკში. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნობით ფოცხვერს ჰგავს, ნუ დაუჯერებთ საკუთარ თვალებს, სინამდვილეში ის ჩვეულებრივი მეინ კუნის ჯიშის კატაა.

იგი იწონის 13 კილოგრამს, ხოლო მისი სიგრძე ყურებიდან კუდამდე 1 მეტრი და 22 სანტიმეტრია.

Zooclub

რამდენიმე ხნის წინ სამსონი გახდა განსაკუთრებული პრიზის მფლობელი -"ყველაზე დიდი კატა ნიუ-იორკში".

Zooclub

შესაძლოა, სამსონი ზომით უდიდესი შინაური კატაა მსოფლიოშიც. ამ ტიტულის მფლობელი იყო კატა სტური, რინოდან (ნევადას შტატი), რომელიც 2013 წელს მოკვდა. სამსონი სიგრძეში რეკორდსმენ კატას მხოლოდ 9 მილიმეტრით ჩამორჩება, თუმცა,
არ არის გამორიცხული, ისიც აღმოჩნდეს გინესის წიგნში.

Zooclub

მიუხედავად სამსონის დიდი გაბარიტებისა, მას ჭარბი წონა არ
აქვს.

"ის არ არის მსუქანი და არ იტანჯება ჭარბი წონით, უბრალოდ მას დაკუნთული სხეული აქვს."-ამბობს კატის პატრონი ჯონათანი.

Zooclub

"ის ძალიან ნაზი და თბილი კატაა. გიგანტური კატა და ჯენტლმენია სამსონი."

Zooclub

"ის ყოველ დილით გვიცდის საძინებლის კართან, ხოლო როდესაც ოთახში შემოსვლის ნებას ვრთავთ, მაშინვე ხტება ჩემს მუცელზე და იძინებს."

Zooclub

"ის ინტელიგენტი და მოწესრიგებული ცხოველია."

Zooclub

"სამსონი კატა არ არის, ის ჩვენი ახდენილი ოცნებაა."

სწორედ ასე ახასიათებენ პატრონები უზარმაზარ მენ კუნის ჯიშის კატას.

ასევე იხილეთ:

გაიცანით, ეს ტუდია - ყველაზე პატარა ძაღლი

25 წლის ტარა შესაძლოა ყველაზე ასაკოვანი ძაღლია მსოფლიოში

მსოფლიოში უდიდესი ძაღლი ინგლისში მცხოვრებ ყველაზე პატარა ძაღლს შეხვდა

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?