დაიბადა კნუტი 2 ცხვირით და სამი თვალით (+ვიდეო)
აფრიკაში დაიბადა კნუტი 2 ცხვირით, 2 პირით და სამი თვალით.
"Metro"-ს ცნობით, კნუტი ბეტი ბი გენეტიკური გადახრის გამო ძლივს ჭამდა. ვეტერინარებმა გააფრთხილეს, რომ ასაკთან ერთად ცხოველის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება და მის დაძინებას ურჩევდნენ.

მაგრამ პატრონმა ბეტი ბის დატოვება გადაწყვიტა და ის ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარა. იქ კნუტის გადარჩნა შეძლეს. კარგად მოუარეს.

როგორც აღმოჩნდა, პატარა ბეტი ბიმ 12 დღის მანძილზე 227 გრამი მოიმატა და ორი ნორმალური თვალი აეხილა.

გენეტიკურ პრობლემას, რომელმაც ზედმეტი ცხვირი, პირი და თვალი გამოიწვია, დიპროზოპია ეწოდება. ის დაკავშირებულია იმ გენის ანომალიურ
აქტივობასთან, რომელიც სახის სიგანეს განსაზღვრავს.

უმეტეს შემთხვევაში დიპროზოპიით დაავადებული ცხოველები დაბადებიდან ძალიან მალე იღუპებიან.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?