ნუთუ ეს კატის პირველი გადაღებული ფოტოა?
ნუთუ ეს კატის პირველი გადაღებული ფოტოა?
სპეციალისტების კვლევით, ამ ფოტოზე აღბეჭდილი უსაყვარლესი კატა გადაღებულია დაახლობით 1880-1890 წლებში.

ნუთუ ეს ყველაზე ძველი კატის ფოტოა, რაც კი იმ პერიოდში გადაღებულა? ეს დავის საგანია, რადგან ჰარი პოინტერი ცნობილი იყო, როგორც კატების ფოტოგრაფი, რომელიც ცხოველებს სასაცილო კოსტიუმებში და სხვადასხვა პოზაში 1870 წლიდან იღებდა.

Zooclub

სხვა მხრივ, ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ 1880-1890 წლებში გადაღებული ფოტო პირველია, რომელზეც გამოიყენეს კამერა/პრინტი.

Zooclub

ბევრს უჩნდება კითხვა, თუ როგორ შეძლო კატამ ამდენი ხნის განმავლობაში ასე მშვიდად, ერთ ადგილზე ჯდომა, რადგან იმ პერიოდში ერთი ფოტოს გადაღებას, არც ისე მცირე
დრო სჭირდებოდა. ამის შესახებ, ”reddit”-ის ერთ-ერთ მომხმარებელს საკუთარი თეორია აქვს.

"კატამ არ იცოდა, რა ხდებოდა
ან საერთოდ რა იყო კამერა, მაგრამ პირველი ფოტოს შემდეგ მან თავის მოძმეებთან გაავრცელა ინფორმაცია და მას შემდეგ არც ერთი კატა არ ჩერდება კამერასთან."

Zooclub

ეს, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის თეორიაა, რომელმაც თავის აზრს ხუმრობაც დაუმატა, თუმცა, კატის ყველა მფლობელი დაგვეთანხმება, რომ ძალიან რთულია შინაურ ცხოველს გადაუღოს მსგავსი ფოტო, რადგან მოუსვენარი ბინადარი წამითაც არ ჩერდება კამერის წინ.

ასევე იხილეთ:

უძველესი მუნჯური ფილმი კატის მონაწილეობით

ტიტანიკზე მყოფი 12 ძაღლის საიდუმლო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?