იტალიელი კლინიკაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აივნიდან ჭარბწონიანი კატა გადავარდა და მას ზედ დაეცა
იტალიელი კლინიკაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც აივნიდან ჭარბწონიანი კატა გადავარდა და მას ზედ დაეცა
ჭარბწონიანი კატა უსაყვარლესი არსებაა, თუმცა, არა იმ დროს, როცა ის სიმაღლიდან ვარდება და თავზე გეცემა. ეს საკმაოდ მტკივნეულია.

ქალაქ ტურინში (იტალია) მამაკაცს აივნიდან გადმოვარდნილი უზარმაზარი კატა დაეცა, რის შედეგადაც დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს.

56 წლის მამაკაცი ბაზარში მიდიოდა, როდესაც მეშვიდე სართულიდან 8 კილოგრამი კატა პირდაპირ კისერზე დაეცა. სამწუხაროდ, ცხოველი მოკვდა, ხოლო მამაკაცი ხერხემლისა და კისრის სერიოზული დაზიანებებით, სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.

იტალიელმა კატის პატრონს, ცხოველის უყურადღებოდ დატოვების ბრალდებით, უჩივლა. სასამართლომ ქალი დამნაშავედ სცნო და ფულადი ჯარიმა დააკისრა. კატის პატრონმა ჯარიმა ცხოველის
უყურადღებოდ დატოვებისთვის გადაიხადა.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?