2. პატრონს შხაპის მისაღებად არ სჭირდება თვალთვალი - ამის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ თუ დაკეტილ კარს მიღმა დაელოდებით, შეიძლება, ის სახეშიც მოგხვდეთ. პატრონი ბანაობისას არ დაიხრჩობა და არ არის აუცილებელი, რომ ის გააკონტროლოთ.
3. თქვენი გემრიელი და სუფთა წყალი ყოველთვის მოთავსებულია საკვების გვერდით. არ არის აუცილებელი პატრონის სააბაზანოში შეყვანა და კნავილით იმის თქმა, რომ წყალი აგივსოთ.
4. თუ პატრონმა ოთახის
5. თუ პატრონი გეძახით, მასთან უნდა მიხვიდეთ. ყოველი შემთხვევისთვის რეაგირება მოახდინოთ და მისი არაფრად მიჩნევა, კარგ შედეგს არ მოიტანს - ვინ იცის, იქნებ გემრიელ სასუსნავს გთავაზობთ.
6. მტვერსასრუტი და ფენი კატებს არ ჭამენ.
7. თუ პატრონი კითხულობს, ფანჯრიდან იყურება, ტელეფონში/კომპიუტერში რაღაცას ათვალიერებს, მას არ სჭირდება "ბეწვის დამცავი" ცხვირთან და თვალებთან.
8. თუ პატრონმა სათლი, საწმენდი ჩვარი, ხილის კალათა და სხვა საინტერესო ნივთი გამოიტანა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას თქვენთან თამაში უნდა.
9. პატრონმა სავარძელი გადაიტანა იმისთვის, რომ მის ქვეშ მტვერი გაწმინდოს - თქვენი დახმარება მას არ სჭირდება და როდესაც მტვრიან ადგილზე დადიხართ, პატრონს დალაგებაში ხელს უშლით.
10. და ბოლო შენიშვნა - პატრონი უნდა გიყვარდეთ გულწრფელად და არა კატური მიზნებისთვის.
ასევე იხილეთ:
ძაღლის დღიური კატის დღიურის წინააღმდეგ - სასაცილო ჩანაწერები
9 ნიშანი იმისა, რომ თქვენ "ადამიანი-კატა" ხართ
რომელ ჯგუფს მიეკუთვნებით - "ფისომოყვარულებს", თუ "ცუგომოყვარულებს"?