7 წლის კატამ კარის გაღება ისწავლა, რის შემდეგაც მეგობრებს თავშესაფრის გალიებიდან ათავისუფლებდა
7 წლის კატამ კარის გაღება ისწავლა, რის შემდეგაც მეგობრებს თავშესაფრის გალიებიდან ათავისუფლებდა
ტეხასის ცხოველთა თავშესაფარი - Friends For Life-ი, 7 წლის კატა ქვილთისთვის ოჯახს ეძებს. ფუმფულა ბინადარი თავშესაფარში დაიბადა, შემდეგ პატრონიც ჰყავდა, თუმცა, ოჯახი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა და ქვილთი კვლავ ცხოველთა თავშესაფარში დააბრუნეს.

სხვა დადებით თვისებებთან ერთად, კატას ძაღლებთან მეგობრობა მარტივად გამოსდის: ოჯახში, სადაც კატა ცხოვრობდა, ის კარს უღებდა ძაღლებს, რათა სახლში შეეშვა ან სახლიდან ეზოში გაეშვა. უდავოა, ეს ცხოველისთვის გამორჩეული ნიჭია, თუმცა, ქვილთიმ თავისი ცოდნით, თავშესაფრის თანამშრომლებს პრობლემები შეუქმნა. აღმოჩნდა, რომ კატა გალიებში გამოკეტილ ცხოველებს კარს უღებს და გარეთ უშვებს.

ქვილთიმ
რამდენიმე "ღამის აქცია" მოაწყო. მომვლელები თავიდან ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ  იყო
დილით ყველა კარი ღია. დილით სამსახურში დაბრუნებულებს, დერეფნებში მოსეირნე კატები და ცხოველების მიერ დაზიანებული ნივთებიც ხვდებოდათ.

სათვალთვალო კამერების დათვალიერებისას, ცენტრის თანამშრომლებმა მთავარი დამნაშავე გამოავლინეს, მაგრამ ქვილთის ქმედების აღკვეთა ვერ შეძლეს: ის ნებისმიერი დაკეტილი შენობიდან თავს აღწევდა.

საბოლოოდ, ცენტრის თანამშრომლებმა ცხოველი გაცილებით საიმედოდ დაცულ ოთახში მარტო გადაიყვანეს, თუმცა, ის ფანჯრებს არ შორდება და ცდილობს, "პატიმრობას" თავი დააღწიოს.

Zooclub

სოციალურ ქსელებში ქვილთის მომხრეები გამოჩნდნენ ჰეშთეგით #FreeQuilty, ხოლო თავშესაფარმა თემატური მაისურებიც გამოუშვა. კატაზე ნერვიულობა კი არ ღირს - თავშესაფარში ასობით ქვილთის აყვანის მსურველთა განაცხადი შევიდა. ცხოველთა ცენტრის წარმომადგენლები მისთვის საუკეთესო ოჯახს შეარჩევენ და შინაური ცხოველი კვლავ მზრუნველი პატრონების გარემოცვაში იცხოვრებს. 

წყარო: foxla.com
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?