დონ სფინქსი
დონ სფინქსი
მიუხედავად სახელისა, ეს ჯიში საკმაოდ შორს დგას სფინქსისგან. მას უბალნო დონს, რუსულ უბალნოს ან დონურ სფინქსსაც უწოდებენ.





მოკლე დახასიათება

რუსული უბალნო ჯიშია
ხალისიანია
გამოირჩევა ათლეტური აღნაგობით
კანი ძალიან დანაოჭებული აქვს

ისტორია

დონ სფინქსმა, როგორც ჯიშმა, არსებობა 1987 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში, რომელიც აზოვის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს, უბალნო ძუ იპოვეს, რომელსაც ვარია დაარქვეს. იგი ჯიშის დამაარსებელი გახდა: 1989 წელს პირველად დაყარა კნუტები, რომელთა შორის იყვნენ როგორც ჩვეულებრივი ბალნიანი, ისე უბალნო ინდივიდები, რითაც დადასტურდა, რომ ამ ნიშანს ჩვეულებრივი სფინქსისგან
სრულიად განსხვავებული მუტაცია განაპირობებდა. სახელდობრ, დონ სფინქსის უბალნობა დომინანტური იყო და არა რეცესიული ნიშანი. ვარიას
ამიტომაც გაუჩნდნენ უბალნო კნუტები იმის მიუხედავად, რომ ნორმალურბეწვიან კატასთან შეაწყვილეს. დონ სფინქსი ახალ ჯიშად 1997 წელს აღიარეს, რამაც ხელი შეუწყო მისი რიცხოვნობის საკმაოდ სწრაფ ზრდას.

ექსტერიერი

ჩვეულებრივ სფინქსს სხეულის პერიფერიულ ნაწილებზე მაინც შემორჩენილი აქვს ძალზე თხელი ბალანი, დონ სფინქსი კი მთლიანად უბალნოა; მისი შეფერილობაც, შესაბამისად, კანის ფერის მიხედვით განისაზღვრება. ზოგ შემთხვევაში კნუტები შეიძლება ოდნავ ბალნიანები დაიბადონ, მაგრამ ზრდასთან ერთად ისიც სცვივათ და ორი წლისანი სრულიად შიშვლები არიან. შეხებისას მათი სხეულის კანი ხავერდოვანი და თბილია. დონ სფინქსი ათლეტური აღნაგობის ჯიშია, კარგად განვითარებული კუნთოვანი სისტემით.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?