თეთრი კატები
თეთრი კატები
თეთრი კატების რამდენიმე ტიპი არსებობს, რომელთა შორის განსხვავება ერთი შეხედვით შეუმჩნეველია და უფრო გენების ნაკრებს ეხება.
ასეთ კატებში გასათვალისწინებელია თვალის შეფერილობა, რადგანაც ცისფერი და სხვადასხვა ფერის (ჰეტეროქრომული) თვალების მქონე თეთრი ინდივიდები ზოგჯერ ყრუები არიან.


ისტორია

დღეისთვის თეთრი ფერი, ჩვეულებრივ, სხვადასხვა ჯიშთან ასოცირდება, თუმცა შესამჩნევად იშვიათია უჯიშო კატებში. ზოგ ინდივიდს, შეიძლება განსხვავებული ფერის (ე.წ. ჰეტეროქრომული) თვალები ჰქონდეს. არსებობენ ისეთი თეთრი კატები, რომლებსაც ცისფერი თვალები აქვთ; ისეთებიც, რომელთა თვალის ფერი მწვანიდან ნარინჯისფერამდე ისცვლება, რაც შეეხებაკნუტებს, დაიმახსოვრეთ, რომ თავიდან ბუნებრივად ცისფერი თვალები ექნებათ,
ნამდვილი ფერი კი მხოლოდ მას შემდეგ გამოვლინდება, როცა ისინი ერთი თვის ასაკს მიაღწევენ.


დაავადებები

თეთრ
კატებს ხშირად ემართებათ კანის კიბო. ასევე ადვილად იღებენ მზის დამწვრობას, რადგან კანში საეთოდ არ გააჩნიათ დამცავი პიგმენტი- მელანინი. განსაკუთრებით დაუცველია მათი ყურის წვერები- თუ დაწითლებული და ქერქგადაკრული აქვთ, ეს დამწვრობის ნიშანია. საერთოდ, კატებისთვის მიზანშეწონილი არ არის მზიგან დამცავი კრემების გამოყენება, რადგან როცა ისინი პირს იბანენ, შეიძება წინა თათებით მოიწმინდონ და გადაყლაპონ. თუმცა ასეთი კრემები სპეციალურად კატებისთვისაც არსებობს. გარდა ამისა, ადამიანისთვის განკუთვნილი პროდუქტი მათთვის შეიძება მომწამლავი აღმოჩნდეს.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?