შარტრეზი
შარტრეზი
ეს ულამაზესი ცისფერი კატები, სამწუხაროდ, საკმაოდ იშვიათად გვხვდებიან, თუმცა შესანიშნავი კომპანიონები არიან.
შარტრეზი, რომელიც, სავარაუდოდ, ევროპაში კატის უძველესი ჯიშია, თავის გადარჩენას ნაწილობრივ უნიკალურ შეფერილობას უნდა უმადლოდეს. ჯიშისთვის დამახასიათებელია მხოლოდ ერთი ფერის ბეწვი.


მოკლე დახასიათება

ეგზოტიკური და ისტორიული ჯიშია
უნიკალური ბეწვი აქვს
მშვიდი კატაა – მხოლოდ ხანდახან კრუტუნებს
ამტანი ცხოველია


ისტორია

ჯიში შარტრეზი განუყრელად უკავშირდება გრანდ-შარტრეზის მონასტერს, რომელიც გრენობლის (საფრანგეთი) ჩრდილოეთით მდებარეობს. ვარაუდობენ, რომ მისი წინაპრები სირიის მთიან რეგიონებში მცხოვრები გაველურებული კატები იყვნენ, რომლებიც საფრანგეთში XIII საუკუნეში ჩამოიყვანეს ჯვაროსნული ლაშქრობიდან დაბრუნებულმა
რაინდებმა, რომელთა ნაწილი კარტეზიანელთა ორდენს შეუერთდა და მონასტერში დამკვიდრდა. შესაძლოა ამით აიხსნას, როგორ მოხვდნენ ეს
კატები ამ მონასტერში. შარტრეზი უძველესი ჯიშია _ პირველად მოიხსენიება XVIII საუკუნეში, ფრანგი ნატურალისტის _ ბუფონის ნაშრომებში, როგორც ცისფერი კატა. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მას გადაშენება დაემუქრა, მაგრამ გადაარჩინეს. ამერიკაში პირველად 1971 წელს გამოჩნდა.

ჯიშის თვისებები

ამ კატების ბეწვი ძალიან თავისებურია, არა მხოლოდ შეფერილობის გამო: მას უნიკალური შალისებრი ტექსტურა აქვს, რომელიც შეხებისას ცხვრის მატყლს მოგვაგონებს. ასევე კისერზე, გულმკერდსა და გვერდებზე აქვს ე.წ. "ღარებით" ბუნებრივად დაყოფილი ბეწვი, რასაც დიდწილად მისი ქვედა შრე განაპირობებს. ზედა შრე კი კატას შესანიშნავად იცავს უამინდობის დროს. ბეწვის კარგ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად საკმარისია ხელით მსუბუქი ვარცხნა. შარტრეზი დიდი იზრდება, მაგრამ სქესობრივ სიმწიფეს მხოლოდ ორი წლის ასაკში აღწევს. ეს განსაკუთრებით ეხებათ ხვადებს. შარტრეზები შესამჩნევად მოქნილი კატები, თან მარჯვე მონადირეები არიან.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?