ჯიშს ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქის სახელი _ ბომბეი ეწოდა. დღეს მას მუმბაის სახელით იცნობენ.
მოკლე დახასიათება
პატარა შავი პანტერაა
ადვილად მოსავლელი ბეწვი აქვს
საკვების მიმართ წუნია არ არის
მოსწონს ძაღლებთან ერთად ცხოვრება
ისტორია
ახლა არსებობს ბომბეის ორი სახესხვაობა. თავდაპირველი ამერიკული ხაზი 1958 წელს კენტუკის შტატში გამოიყვანა სელექციონერმა ნიკი ჰორნერმა, რომელიც მინიატურული შავი პანტერის გარეგნობის კატების შექმნას ცდილობ
მოვლა
ბომბეის, როგორც წესი, მშვენიერი მადა აქვს, ამიტომ ადვილად სუქდება, რაც მის მოხდენილ სილუეტს აუშნოებს და ჯანმრთელობას აზიანებს. მის შესანიშნავ ბეწვს ცოტა მოვლა სჭირდება, ხშირად საკმარისია ხელის რამდენჯერმე გადასმა, რომ უკეთ გამოიყურებოდეს. კნუტებს მისი სიგრძე და ტექსტურა ერთი წლის ასაკამდე არ ეცვლებათ, შემდეგ თითქმის მთლიანად სცვივათ და კუპრივით შავი ბეწვი ამოსდით. ბომბეი კარგად ეგუება ძაღლებს, მაგრამ შეიძლება კატებს ვერ შეეწყოს.