ორივე აბისინიურის ბეწვის ნახატია ტიკირებული ტაბი. მათ იცნობენ, როგორც გონიერ და ალერსიან ჯიშებს.
მოკლე დახასიათება
უჩვეულო და იშვიათი ჯიშია
ბეწვის ნახატია ტიკირებული ტაბი
მეგობრული ხასიათი აქვს
უყვარს თამაში
ისტორია
გარეული აბისინიურის წინაპრები სინგაპურის ტროპიკულ ტყეში ბინადარი გაველურებული კატები აღმოჩნდნენ, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ აფრიკასთან, სადაც ნამდვილი აბისინიური წარმოიშვა. საინტერესო ის არის, რომ ორივეს მსგავსი ნიშნები აქვს. ზოგიერთი მოსაზრებით, თანამედროვე გარეული აბისინიური ძალიან ჰგავს
განმასხვავებელი ნიშნები
ნამდვილ აბისინიურ კატასთან შედარებით, გარეული აბისინიური შესამჩნევად დიდი ზომისაა და შუბლზე მკვეთრად ეტყობა M ნიშანი, რაც დამახასიათებელია ზოგადად ჭრელი კატებისთვის და ჯერაც შეინიშნება ნამდვილ აბისინიურში. გარეულ აბისინიურს უფრო მრგვალი და ფართო სახეც აქვს. ეს კატა აბისინიური კატების მოყვარულმა ტორდ სვენსონმა 1980-იან წლებში აღმოაჩინა და მასაჩუსეტში წაიყვანა, თუმცა მას მერეც იშვიათ ჯიშად ითვლება, მიუხედავად მისი აშკარა მომხიბვლელობისა.