ჰავანა ბრაუნი
ჰავანა ბრაუნი
დღეს ცალკე ჯიშად აღიარებული ჰავანა ბრაუნის წარმომადგენლები აღმოსავლური კატის პირველი სახესხვაობები იყვნენ, რომლებიც სელექციით გამოიყვანეს.
მათ თავდაპირველად ინგლისში წაბლისფრ-ყავისფერ უცხოურ კატას უწოდებდნენ, ჩრდილოეთ ამერიკაში კი ჰავანა ბრაუნის სახელით გახდა ცნობილი.

მოკლე დახასიათება

მიმზიდველი ყავისფერი შეფერილობა აქვს
გამოირჩევა გლუვი ბეწვით
ემოციური ბუნებისაა
კარგად აქვს განვითარებული ვიბრისები


ისტორია

კატების პირველ გამოფენებში მწვანეთვალებიანი სოლიდი და ცისფერთვალა კოლორპოინტი სიამური კატები მონაწილეობდნენ. მაგრამ 1920-იან წლებში პირველმა ჯგუფმა მოწონება ვერ დაიმსახურა და მას შემდეგ გამოფენებზე აღარ გაუყვანიათ. ასეთი კატები გადაშენდნენ. 1950-იანი წლების დასაწყისში ინგლისელი მომშენებლების ჯგუფმა
კატის ამ ტიპის აღორძინება გადაწყვიტა და სელექციური პროგრამაც შეადგინა. ამ მიზნით მათ შოკოლადპოინტი სიამური შავ
მოკლებეწვიან კატასთან შეაწყვილეს და წაბლისფერი (შოკოლადისფერი) კნუტი მიიღეს. ჯიშს ეს სახელი ჰავანური სიგარის (ზოგიერთი მოსაზრებით, ჰავანური ბოცვრის) მსგავსი შეფერილობის გამო დაარქვეს. სამწუხაროდ, დღეს ჰავანა ბრაუნი იშვიათობად იქცა, მის მიმართ ინტერესი მას შემდეგ შემცირდა, რაც აღმოსავლური კატების ჯგუფს ბევრი ახალი ჯიში შეემატა.

ხასიათი
ჰავანა ბრაუნი ხალისიანია; თხელ თათებს ზოგჯერ ხელებივით იყენებს, შეუძლია ნივთები გადააბრუნოს, საკვები დაიჭიროს და ნელ-ნელა ჭამოს, რადგან ერთ ჯერზე გადაყლაპვას ვერ ახერხებს და სხვ. ჰავანა ბრაუნის დღევანდელი გარეგნობა ნათლად მიანიშნებს რუსული ცისფერი კატის  გავლენაზე – ეს მან გადასცა ბაცი შეფერილობის განმსაზღვრელი გენი (ცისფერი, კატების გენეტიკის თანახმად, შავის ბაცი ვარიანტია). ამგვარი მეტიზაციის შედეგად ჰავანა ბრაუნის ნაყარში ზოგჯერ გვხვდებიან ლილისფერი (შოკოლადისფრის ბაცი ვარიანტი) კნუტები.
ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?