იაპონური ტრადიციის თანახმად, მას სახლისა და ბიზნეს-ოფისების ფანჯრის რაფებზე ისე დგამენ, რომ გარედან ჩანდეს.
მოკლე დახასიათება
უძველესი ჯიშია
ბადებს დიდი ზომის, განსაკუთრებით მოუსვენარ კნუტებს
ჩვეულებრივ დიდხანს ცოცხლობს
ჯანმრთელი ჯიშია
ისტორია
კატები იაპონიაში პირველად 1000 წელზე მეტი ხნის წინ ჩინეთიდან შეიყვანეს. თავიდან ისინი დიდგვაროვნებს საყვარელ ცხოველებად ჰყავდათ და ხშირად საბლით ასეირნებდენენ. შემდეგ ქვეყანაში თაგვების შემოსევის დროს გამოიყენეს, რომლებმაც იმხანად ყველაფერი, მათ შორის ბრინჯის ქაღალდზე
ნახატი
სტანდარტით დაშვებულია ბეწვის ნებისმიერი ნახატი, კოლორპოინტის ან აბისინიური ტიპის გარდა. ჩვეულებრივია ბიკოლორები, რომლებშიც თეთრი ჭარბობს; ტრადიციულად ყველაზე დიდი მოწონებით კალიკო (კუსფერი თეთრით, რომელსაც "მი-კი" ეწოდება) სარგებლობს. იაპონური ბობტეილების ხმოვანი სიგნალები ძალიან მრავალფეროვანია. ამ მეგობრული ბუნების კატებს უყვართ ბურთის დევნა და მათგან კარგი რეტრივერები გამოდიან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი სახლში ცხოვრებისთვის არიან დაბადებული _ ბავშვებსა და ძაღლებს კარგად ეგუებიან. 1968 წლამდე ამ ჯიშს იაპონიის ფარგლებს გარეთ არ იცნობდნენ, დღეს კი გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა ევროპაში ჯერაც იშვიათად გვხვდება.