კლასიკური ტაბი
კლასიკური ტაბი
მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური ტაბი შინაური კატის ბეწვის ერთ-ერთ უძველეს ნახატად ითვლება, XVI საუკუნემდე მის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ზოგიერთი მოსაზრებით, იგი მუტაციის შედეგად გაჩნდა.



ისტორია

კლასიკური ტაბი _ წმინდა ჯიშის კატებში, მაგალითად, ამერიკულ მოკლებეწვიანში დაიხვეწა, და აშკარად არის გამოკვეთილი. მას მარმარილოსებრ ტაბისაც უწოდებენ, რადგან ნახატი ძირითადად შედარებით ღია ფონზე გაბნეული მუქი ლაქებისგან შედგება. ისინი ყველაზე მეტად თეძოებზე ჩანს. მათ მიერ შექმნილ ფორმებს ზოგი მიდიების ნიჟარებს ამსგავსებს, ზოგიც – ხარის თვალებს. უჯიშო კატებში უფრო თავისუფალი ხაზები და ლაქები გვხვდება. ტაბი
ნახატის მქონე ყველა კატისთვის დამახასიათებელია _ ნიშანი შუბლზე, ზოლები _ ზურგის გაყოლებაზე და განივად შემოვლებული
ფეხებზე. ეს ეხება კუდსაც, რომლის ბეწვი ღია და მუქი განივი ზოლებისგან შედგება და მუქი წვერით მთავრდება.

ფერები

ნახატის სიმკვეთრით გამოირჩევა ვერცხლისფერი ტაბიც, ზოლებსა და ლაქებს ვერცხლისფერი ფონი აქვთ. წითური კლასიკური ტაბი განსხვავებულია: მისთვის დამახასიათებელია მუქი მოწითალო ნახატი შედარებით ღია ფონზე, თუმცა კონტრასტი აქაც თვალსაჩინოა. სხვა შემთხვევებში, მაგალითად, კრემისფერი ან ცისფერი ბეწვის ფონზე, ნახატი ასეთი მკვეთრი არ არის.

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?