კალიკო


ბეწვის ნახატი, რომელსაც ეწოდება კალიკო, იგივე კუსფერი თეთრით, რაიმე კანონზომიერებას არ ექვემდებარება.


ისტორია

უჯიშო კალიკო წმინდა ჯიშისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ უკანასკნელს ფერადი უბნები უფრო შესამჩნევად გამოკვეთილი აქვს, მაგალითად, შავი ფერის ბეწვში თეთრი ბალანი არ არის ჩართული. კალიკოს ძირითადი ფერებია წითური და კრემისფერი ტონები შავ და თეთრ ფონზე. როგორც ფერადი, ისე შავ-თეთრი უბნების ფორმა და ზომები ცვალებადია. სხვა კუსფერი კატების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც არ არის ცნობილი ხვადი კალიკო, კიდეც რომ დაიბადოს, უნაყოფო იქნება. ზოგადად ასეთი კატები საკმაოდ ჯანმრთელი და ნორმალური ცხოველები
არიან. მათგან კარგი კომპანიონები დგებიან. კალიკოები, როგორც ცნობილია, დიდხანს ცოცხლობენ. არსებობს მათი რამდენიმე სახესხვაობა, რომლებიც
კუსფერი კატების სხვა ფორმებიდან გამოიყვანეს. მაგალითად, ბაცი კალიკო, იგივე ცისფერ-კრემისფერი თეთრით .


ნახატი

ამ კატებს უაღრესად ინდივიდუალური გარეგნობა აქვთ. თუ ისეთ უბანში ცხოვრობთ, სადაც ბევრი კატაა, ამ მახასიათებლით თქვენს კომპანიონს შორიდანვე ადვილად ამოიცნობთ, რაც ნაკლებად შესაძლებელია ჩვეულებრივი ტაბის შემთხვევაში. როგორც წესი, გრძელბეწვიან კალიკოს ისეთი გამოკვეთილი ნახატი არ აქვს, როგორც მოკლებეწვიანს. ამის მიზეზი ის არის, რომ გრძელბეწვიანი ინდივიდის ბეწვი შედარებით არაკომპაქტურია და არც ბალანია მჭიდროდ მიჯრილი. ამიტომაც შეფერილობა სიმკვეთრეს რამდენადმე კარგავს.

ტეგები
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?