მაგრამ ამის დამადასტურებელი ნიშნები თითქმის აღარ ეტყობათ უჯიშო ინდივიდებთან შემდგომი შეჯვარების გამო.
მოკლე დახასიათება
ჯიშისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს
აქვს რამდენიმე ინდივიდუალური მახასიათებელი
გვხვდება გრძელბეწვიანი და მოკლებეწვიანი ფორმები
საშუალო ზომისები არიან
ისტორია
ბეწვის ნახატი ტაბი თეთრით ყოველთვის უჯიშო წარმომავლობას ადასტურებს, მაგრამ არსებობს ექსტერიერთან, ბეწვთან ან სხეულის პროპორციებთან დაკავშირებული ნიშნები, რაც შეიძლება კატის განვითარებაში წმინდა ჯიშის სავარაუდო მონაწილეობაზე მიუთითებდეს. გარდა ამისა, კატის გარეგნული ნიშნები დიდწილად დამოკიდებულია მისი პოპულაციის
ბეწვის მახასიათებლები
უმრავლეს შემთხვევაში გრძელბეწვიანობის გენის გავლენა გაცილებით ძლიერია ჯიშიან კატებში, ვიდრე უჯიშოებში. გრძელბეწვიანი უჯიშო კატების ამოცნობა ადვილია, განსაკუთრებით ზაფხულის თვეებში – ისინი ყურადღებას იპყრობენ ფუმფულა კუდით, რომელიც სხეულთან შედარებით გაცილებით გრძელი ბალნით არის შემოსილი. ზოგჯერ, განსაკუთრებით ზამთრის ცივ ამინდში, გულმკერდზე გრძელი, დანარჩენ სხეულზე კი შედარებით მოკლე და დაწოლილი ბეწვი ეზრდებათ.